Business Insider: გერმანიამ მიიღო მონაცემები 2026 წლიდან ნატოზე რუსეთის თავდასხმის შესაძლებლობის შესახებ

გერმანიის სადაზვერვო სამსახურებმა მთავრობისთვის მოამზადეს ს მხრიდან სამხედრო საფრთხის ანალიზი, რომელიც პროგნოზირებს, რომ 2026 წლიდან რუსეთს შეუძლია შეტევა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე, – ამის შესახებ უკრაინული მედია Business Insider-ზე დაყრდნობით წერს.

გერმანული სადაზვერვო სააგენტოების ანალიზის მიხედვით, რუსეთი ემზადება დასავლეთთან ფართომასშტაბიანი კონფლიქტისთვის, რაზეც მიუთითებს რუსული არმიის რეორგანიზაცია, ჯარების გადაადგილება და რაკეტების განლაგება ქვეყნის დასავლეთში, ისევე როგორც რუსული იარაღის წარმოების ზრდა.

„იარაღის წარმოების ზრდა მიუთითებს, რომ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში რუსეთი გააორმაგებს თავის სამხედრო შესაძლებლობებს, დღევანდელთან შედარებით“, – ნათქვამია მოხსენებაში.

როგორც მედია წერს, არ არის გამორიცხული, რომ რუსეთი თავს დაესხმება ნატოს ტერიტორიის ნაწილს 2026 წლიდან, მაგალითად, ბალტიისპირეთის ქვეყნებს ან ფინეთს.

Business Insider-ის ცნობით, ნატო იზიარებს შეშფოთებას რუსეთის მზარდი სამხედრო შესაძლებლობებისა და შემდგომი დაპირისპირების შესახებ, მაგრამ მიიჩნევს, რომ არ არის აუცილებელი, ამან ომი გამოიწვიოს.

კერძოდ, გამოცემას მოჰყავს ამერიკული სადაზვერვო სააგენტოების შეფასება, რომლებიც ვერ ხედავენ ნატ-ზე რუსეთის თავდასხმის საშიშროებას და მიიჩნევენ, რომ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ხუთიდან 8 წელი დასჭირდებათ სამხედრო ძალაუფლების აღსადგენად.

ასევე დაგაინტერესებთ