“იყო გვარამიასგან შემოთავაზება, თუმცა…” – ლომჯარია

ეს ველი [პოლიტიკა] საინტერესო არ არის, იმიტომ, რომ მე არ მაინტერესებს არც პარლამენტში მოხვედრა და არც კონკრეტული პარტიის ბარიერის გადალახვა. მე მაინტერესებს ამ ქვეყანაში სისტემური ცვლელებები და ეს სისტემური ცვლილებები არ მიიღწევა, თუ გარკვეული პოლიტიკური კონფიგურაცია არ შეიქმნება ამ ქვეყანაში. ამიტომ, თუ დავინახე, რომ რაღაც ისეთი საინტერესო იქმნება, სადაც ჩემი მისვლით ამ ყველაფერში საინტერესო და მნიშვნელოვან როლს შევძენ და კიდევ უფრო გავაძლიერებ რაღაც პროცესებს, რატომაც არა, სიამოვნებით. იყო მისი [გვარამიას] მხრიდან გამოხატული სურვილი თანამშრომლობის ჩემთან პოლიტიკურ საკითხებზე, თუმცა მე მასაც ის ვუთხარი, რაც საჯარო პოსტში დავწერე. კონკრეტული სტრატეგიები და კონკრეტული საუბრები არ ყოფილა.