შსს 300 ათასს სამზარეულოს მოსაწყობად დახარჯავს – დეტალები

ტვ პირველის ცნობით, გომელაურის უწყებას სურს, რომ იყიდოს პიცის 12 ღუმელი სადგამით. ეს ძალოვანი უწყების მიერ გამოცხადებული ტენდერის ერთ-ერთი მოთხოვნაა. ლოჯისტიკის დეპარტამენტი სამზარეულოს ბოლო დროის ყველაზე თანამედროვე ტექნიკით აწყობს. სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ სჭირდებათ ელექტრო ღუმელები, მიქსერები, ჭურჭლის სარეცხი მანქანა და ორავზიანი “ფრიტურნიცა” კარტოფილი ფრის დასამზადებლად.
ჯამში, გომელაურის უწყება თითქმის 300 ათას მხოლოდ სამზარეულოს მოსაწყობად დახარჯავს.
ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში, ჟურნალისტი თამო კეშელავა წერდა, რომ წერეთელზე, პოლიციის განყოფილებას გაფუჭებული აქვს კარი, არ აქვთ დერეფანში გათბობა და მორიგეს ფეხებთან პატარა ელექტროღუმელი ედგა, თუმცა, პოლიციელთა და პატრულთა თანამშრომლების ელემენტარული პირობებისთვის მინისტრმა, როგორც ჩანს, ჯერ ვერ მოიცალა და ჯერ სამზარეულოს მოწყობაა საჭირო, მთავარ ოფისში.