მიხეილ სარჯველაძემ, შშმ ბავშვთა სერვისების გაუმჯობესების საკითხებზე, შეხვედრა გამართა

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის ინიციატივით, შშმ პირთა სერვისების ხარისხის გაუმჯობესებაზე მომუშავე ჯგუფის სხდომა გაიმართა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელსაც სამინისტროს წარმომადგენლები, სერვისის პროვაიდერები, დარგის ექსპერტები და შშმ ბავშვების მშობლები ესწრებოდნენ, რეაბილიტაცია/აბილიტაციის სერვისების გაუმჯობესებაზე იმსჯელეს.
„მინისტრმა, შშმ ბავშვების მშობლებთან ერთად, ბოლო პერიოდში, სხვადასხვა მედიასაშუალებაში გაჟღერებული ის საკითხები განიხილა, რომლებიც რეაბილიტაცია/აბილიტაციის პროგრამას უკავშირდება.
შეხვედრაზე, მშობლებს ინფორმაცია მიაწოდეს, იმ ახალ პროგრამასთან დაკავშირებით, რომელზეც სამინისტრო, ექსპერტებთან და პროვაიდერებთან ერთად, მუშაობს და რეაბილიტაცია/აბილიტაციის პროგრამის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
მ აღნიშნა, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას, ბავშვის საუკეთესო ინტერესები იქნება დაცული. საბჭოს წევრები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს დღეებში, დაიწყება პროცედურა და გარდამავალ პერიოდში, რეაბილიტაცია/აბილიტაციის პროგრამა, ძველ მოდელს დაუბრუნდება. სამუშაო პროცესში კი მშობლები აქტიურად იქნებიან ჩართულები როგორც შეხვედრაზე, შშმ ბავშვების მშობლებმა აღნიშნეს, მიმდინარე და დაგეგმილი ცვლილებები მათთვის მისაღები და ძალიან მნიშვნელოვანია“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – ახლა ხაზარაძე დაეთანხმება გახარიას ასეთ „პრინციპულ“ მოთხოვნებს და ყველანი დავიჯერებთ, რომ ისინი „ნაცებთან“ კავშირს გაწყვეტენ?! – ბოლოს მართლა ჩაშლა მოუწევთ, აგენტურა იმდენად გოიმურ პიარს გვთავაზობს

რომან გოცირიძე – გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძის გაერთიანების შემთხვევაში ოპოზიციურ ფლანგზე ერთ-ერთი უძლიერესი ბლოკი შეიქმნებოდა, რომელსაც არჩევნების ბედის გადაწყვეტა შეეძლო – ეს მსხვილი გაერთიანება ყველა რისკს გამორიცხავდა!