“მოსახლეობას უნდა მიეცეს მეტი შესაძლებლობა გამყოფი ხაზის გადაკვეთისთვის” – ტოივო კლაარი

მათ სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის სახელმწიფო მრჩეველი, კონსტანტინე კოჩიევი შეხვდა. კოჩიევის განცხადებით, ჟენევის დისკუსიებს ალტერნატივა არ აქვს.
“ჩვენ ვადასტურებთ შეფასებებს ჟენევის პროცესის მნიშვნელობის შესახებ და აღვნიშნავთ მის როლს არსებული უსაფრთხოების სტრუქტურის გაძლიერებაში. ჟენევის პროცესის გამოცდილება აჩვენებს, რომ მონაწილე მხარეებს შეუძლიათ საკამათო საკითხების გადაწყვეტილებების პოვნა. თავად ის ფაქტი, რომ პროცესი არსებობს და წარმატებით ფუნქციონირებს უკვე 15 წელია, გვაძლევს საშუალებას შევინარჩუნოთ გარკვეული სტაბილურობა რეგიონში, რაც უკვე შეიძლება ჩაითვალოს მნიშვნელოვან ელემენტად ამიერკავკასიაში უსაფრთხოების სტაბილურობისადმი ნდობის განმტკიცებისთვის”, – განაცხადა კოჩიევმა. მანვე დასძინა, რომ სამხრეთ ოსეთში შეუმჩნეველი არ რჩება საგარეო პოლიტიკური მოღვაწეების მოწოდება თბილისისადმი მეორე ფრონტის გახსნის თაობაზე.
“ამაზე საქართველოს ხელისუფლებაც შეშფოთებით საუბრობს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შეგვიძლია დავაფიქსიროთ, რომ საზღვარზე სტაბილურობაა, ამ დროისთვის არ არსებობს მინიშნებები, რომ საქართველოს ხელისუფლებას სამხედრო მოქმედებების დაწყება სურს. თუმცა, ჩვენ ვამჩნევთ საქართველოსა და უცხოელ პარტნიორებს შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარებას, რაც ზრდის უსაფრთხოების არსებულ რისკებს”, – აღნიშნა კოჩიევმა.
სააგენტო რეს-ის ცნობით, ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარემ, ევროკავშირის მხრიდან ტოივო კლაარმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოსახლეობას უნდა მიეცეს მეტი შესაძლებლობა გამყოფი ხაზის გადაკვეთისთვის. მისი თქმით, აფხაზეთში საგუშაგოების რაოდენობა ისევ იმ რაოდენობის გახდა, როგორიც იყო კორონავირუსის პანდემიამდე.
“აფხაზეთში ჩვენ მივაღწიეთ იმდენივე გადაკვეთის პუნქტების რაოდენობას, რამდენიც პანდემიის გავრცელებამდე იყო. აქ, სამხრეთ ოსეთში, ჩვენ გვინდა ვიხილოთ მსგავსი სურათი, რათა ხალხისთვის საზღვრების გადაკვეთა გაადვილდეს”, – გამოცემის ცნობით, განაცხადა ტოივო კლაარმა.
მისივე თქმით, შეხვედრაზე უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების საკითხიც განიხილეს. “აუცილებელია ამ პრობლემის გადაჭრის გზების მოძიება და ახლობლებისთვის პასუხის გაცემა მათი ნათესავების ბედზე. ჩვენ სრულად გვესმის ამ საკითხის მნიშვნელობა და გვსურს ვითანამშრომლოთ ყველა დაინტერესებულ მხარესთან გამოსავლის მოსაძებნად”, – დასძინა კლაარმა.
ორი დღით ადრე, 13 მარტს ჟენევის დისკუსიის თანამთავმჯდომარე ტოივო კლაარი სოხუმს ესტუმრა. მანამდე დიპლომატს უარს ეუბნებოდნენ აფხაზეთში სამუშაო ვიზიტებზე.
თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლებამ გააკრიტიკა მისი განცხადებები და აღნიშნა, რომ მზად არიან კლაართან სათანამშრომლოდ მხოლოდ ჟენევის დისკუსიის ფორმატში.
ს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 13 მარტს, მინისტრის მოადგილე ირაკლი ტუჟბამ შეხვედრა გამართა ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან – ტოივო კლაართან, ჯიჰან სულთანოღლუსთან (გაეროს წარმომადგენელთან) და ზიგფრიდ ვებერთან (ეუთოს წარმომადგენელი). შეხვედრის მთავარი თემა იყო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-60 რაუნდის დღის წესრიგის განხილვა, შეხვედრა 4-5 აპრილს გაიმართება.
საუბრისას ხაზი გაესვა, რომ აფხაზური მხარისთვის ჟენევის დისკუსიების მუშაობის ძირითად ასპექტად რჩება საქართველოს მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტზე ხელმოწერის საკითხი.
„კონსულტაციების დროს მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მუშაობის განახლების საკითხებზე და გადაადგილების თავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე“, – ნათქვამია განცხადებაში.
ცოტა ხნის წინ სოხუმში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოსკოვი დაჟინებით მოითხოვს ჟენევის დისკუსიების „სხვა ადგილას“ გადატანას. საუბარია, კერძოდ, მინსკზე ან ბაქოზე. თბილისმა განაცხადა, რომ საქართველო გააგრძელებს ძალისხმევას ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში პროგრესის მისაღწევად.

ასევე დაგაინტერესებთ

PACE-ს წარმომადგენლები – ღრმად შეშფოთებულები ვართ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ანტიკორუფციული ბიუროს სავალალო გადაწყვეტილების გამო, იძულებულია არჩევნებზე სადამკვირვებლო საქმიანობა დაასრულოს