„Tesla-ს მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას“ – CNN

Tesla ოდესღაც ავტომობილების წარმოების მომავალს წარმოადგენდა, ახლა კი CNN-ის ინფორმაციით, კომპანიის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
გავრცელებული ინფორმაციით, Tesla-ს აქციები იანვრის შემდეგ, 32%-ით დაეცა. 2021 წელთან შედარებით კი კომპანიის აქციების ფასი დაახლოებით 60%-ითაა შემცირებული.
ანალიტიკოსების თქმით, შეშფოთება იზრდება, რადგან ელექტრომობილებზე მოთხოვნა შენელდება და ჩინელი კონკურენტები გლობალურ ბაზარზე სულ უფრო მეტ წილს იკავებენ.
Tesla-ს გარდა, Magnificent Seven-ის ყველა კომპანიამ (რომელიც ასევე მოიცავს Apple-ს, Amazon-ს, Meta-ს, Google-ს, Nvidia-სა და Microsoft-ს) 2023 წლის ბოლო სამ თვეში ორმაგი ან სამნიშნა შემოსავლის ზრდა დააფიქსირა.
კომპანიის თქმით, Tesla-ს მოგება წინა წელთან შედარებით 40%-ით ნაკლებია.