მრავალეროვნული სწავლება „ტროას ნაკვალევი 24“ დასრულდა

მრავალეროვნული სწავლება „ტროას ნაკვალევი 24“ დასრულდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სწავლების დახურვის ოფიციალური ცერემონია ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) გაიმართა.
„სწავლების წარმატებით დასრულება სამხედრო მოსამსახურეებს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ, სპეციალური ოპერაციების ძალების სარდლის მოვალეობის შემსრულებელმა, პოლკოვნიკმა ოთარ ბერიანიძემ და -ის თავდაცვის ატაშემ, პოლკოვნიკმა ჯოზეფ ბილბომ მიულოცეს.
დახურვის ცერემონიალს თავდაცვის მინისტრის მოადგილე პაატა პატიაშვილი, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.
სწავლება – „ტროას ნაკვალევი 24“ აშშ-ის ევროპაში სპეციალური ოპერაციების ძალების სარდლობის (US-SOCEUR) ორგანიზებით, პარალელურად სამ ქვეყანაში – რუმინეთში, საბერძნეთსა და საქართველოში ჩატარდა. საქართველოში ჩასატარებელ კომპონენტში აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, რუმინეთის, პოლონეთისა და ესპანეთის სპეციალური დანიშნულების ძალების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
„ტროას ნაკვალევი 24“ მიზნად ისახავდა მონაწილე ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობის გაზრდას, გამოცდილების გაზიარებასა და მზადყოფნის დონის ამაღლებას“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ალეკო ელისაშვილი – რუსების ყმობა „ქართულ ოცნებას“ სუვერენული ქცევა ჰგონია – თან აგინებენ დასავლეთს და თან იქ უნდათ კარგი ცხოვრება, სად დადიან „საგულაოდ“, ვორონეჟში თუ ნიჟნი-ტაგილში? – ყოველ შაბათ-კვირას ევროპაში არიან

ილია დარჩიაშვილი – სასიხარულო ამბავია, რომ ჩინეთის ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეები სავიზო შეზღუდვების გარეშე იმოგზაურებენ