თანამედროვე ყოფაში სტრესს ნებისმიერი ადამიანი ყოველდღიურად განიცდის. საიდან ჩნება და როგორ გავუმკლავდეთ მას, სწორედ ამ თემაზე ვისაუბრებთ ფსიქოლოგ ირმა კვაჭაძესთან.
დღევანდელ რეალობაში იმდენად მიჩვეულები ვართ, რომ სხვადასხვა გამოწვევასთან გვიწევს გამკლავება, რომ ხანდახან ყურადღების მიღმაც კი რჩება ის ფაქტორი, რომ ახლა ჩვენ დასტრესილები ვართ.
სტრესი ადამიანის ცხოვრების თანმდევი ნაწილია. „სტრესი“ გეოლოგიიდან აღებული ტერმინია და პირდაპირი მნიშვნელობით ზეწოლას ნიშნავს. ტერმინი 1936 წელს კანადელმა ფიზიოლოგმა ჰანს სელიემ ადაპტაციური სინდრომის აღწერისას შემოიღო. ის ამბობდა რომ არსებობს ადამიანის ფსიქიკაზე ზემოქმედების ფაქტორები, რომლებთანაც გამკლავების მექანიზმები შესაძლოა, არ გვქონეს. გარემოს ზემოქმედების აღსანიშნავად მოიყენა სიტყვა „სტრესი“.
სტრესი – ორგანიზმის ფიზიკური დაძაბულობის მდგომარეობაა, რომელიც ძლიერი გამაღიზიანებლის ზეგავლენით, როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ისე სპეციფიკურ პირობებში ვითარდება.
ნებისმიერი გამოწვევა შესაძლოა, ერთი ტიპის ადამიანისთვის სტრესი იყოს, მეორისთვის – უბრალოდ გამოწვევა. ამის მიხედვით ადამიანების სტრესმედეგობას განსაზღვრავენ. ვისაც თავდაჯერების ღერძი მკაფიოდ არ აქვს გამოკვეთილი, უფრო მარტივად ექცევა სტრესის ქვეშ და მოწყვლადია.
სტრესს ფიზიკური და ემოციური გამოხატულება ახასიათებს. ხშირ შემთხვევაში ჩვენ მიჩვეულები ვართ, რომ სანამ ფიზიკური გამოვლინება არ გექნება სახეზე, მანამ ფსიქოლოგიურ დისკომფორტს არ ვაქცევთ ყურადღებას.
– როგორი შეიძლება იყოს სტრესის ფიზიოლოგიური გამოვლინება?
-ფიზიოლოგიური გამოვლინება შესაძლოა იყოს – სახის კანის სტრუქტურის ცვლილება, ძილის რეჟიმის დარღვევა, ხშირად კუჭ-ნაწლავის პრობლემები, სხეულებრივი დაძაბულობა, იმუნიტეტის დაქვეითება, სპაზმური შეგრძნებები, ზოგადი ენერგიის ნაკლებობა… ასევე სტრესის სიმპტომები შეიძლება იყოს ყურადღების გაფანტულობა, კრიტიკული აზროვნების დაქვეითება, პროდუქტიულობის დაქვეითება სამუშაო სივრცეში. წაიკითხეთ სრულად
„ეს ჯანმრთელობის რისკის ფასად მირთმეული პროდუქტია” – რომელ პროდუქტებზე გვაფრთხილებს მარი მალაზონია
VIDEO: „ვისი სახელი ჰქვია შენს ქუჩას?“ – დაათვალიერეთ ულამაზესი, განახლებული კახეთის მხარე
გაფრთხილება მოსალოდნელი ამინდის შესახებ – „მოსალოდნელია ქარბუქი, შტორმი და თოვლის ზვავები“