„გოლოსი“ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე – ამომრჩევლების დიდი ნაწილი ზეწოლის ქვეშ იმყოფება – დიდი გაყალბების პროგნოზი ახდება

კენჭისყრის პირველი დღე დაიწყო და ყველაფერი ზუსტად ისე მიდის, როგორც მოველოდით – დილიდან ამომრჩევლების დიდი ნაწილი ზეწოლის ქვეშ იმყოფება, დამკვირვებლების არარსებობა და წინააღმდეგობა ეგზიტპოლის მიმართ, – ამის შესახებ ს ამომრჩეველთა უფლებების დამცველი ორგანიზაციის, „გოლოსის“ თანათავმჯდომარემ, სტანისლავ ანდრეიჩუკმა განაცხადა.
„გოლოსის“ ინფორმაციით, დისტანციური ელექტრონული ხმის მიცემის პორტალები ვერ უმკლავდებიან დატვირთვას, რადგან ამომრჩეველთა აქტივობა „მაღალია“.
„სისტემის ოპერატორები წერენ დიდი „ინტერესის” შესახებ, მაგრამ ჩვენ კარგად გვესმის მისი ბუნება – ისინი ხმას აძლევენ დილით თავიანთ სამუშაო ადგილებზე, უფროსების ფხიზელი თვალის ქვეშ,” – წერს ანდრეიჩუკი და განმარტავს, რომ „დიდი გაყალბების პროგნოზი ახდება”.
ამ ფონზე, რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი, ელა პამფილოვა აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში „ყველაფერი ნორმალურად მიდის“. რუსეთის ციფრული განვითარების სამინისტროში განმარტავენ, რომ ელექტრონული ხმის მიცემის სისტემის მუშაობაში შეფერხებები „ხმის მიცემის მსურველთა უპრეცედენტო რაოდენობის გამო“ დაფიქსირდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – მივიღეთ გადაწყვეტილება, მერაბ დვალიშვილზე, ისევე, როგორც ილია თოფურიაზე, რომელმაც საქართველოს UFC-ის ჩემპიონის პირველი ტიტული მოუტანა, გავცეთ ფულადი ჯილდო თითოეულზე მილიონი ლარის ოდენობით