პრემიერ-მინისტრი არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, აჰმედ ებრაჰიმ აჰმედ თაჰერ ალ ნუაიმის შეხვდა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობაზე სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში. ხაზი გაესვა ამ კუთხით არსებული პოტენციალის სრულად გამოყენების მნიშვნელობას.
ყურადღება გამახვილდა ტურიზმისა და ინვესტიციების მიმართულებებზე. აღინიშნა, რომ ამ კუთხით პარტნიორობის განვითარებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა.
მ დიპლომატს დაუდასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ