2024 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 283.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 1.1%-ით (3.0 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2023 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 95.8% იმ 23 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა სექტემბერში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 23 ქვეყანაზე გასული წლის სექტემბერში მთელი ფულადი გზავნილების 95.3% მოდიოდა.
რუსეთიდან საქართველოში მხოლოდ 36 მილიონი დოლარი გადმოირიცხა, რაც წინა წელთან შედარებით 40%-ით ნაკლებია, რის შედეგადაც რუსეთმა გზავნილებში მესამე პოზიციაზე გადაინაცვლა, პირველი ადგილი კი იტალიას უჭირავს, საიდანაც სექტემბერში $50 მილიონი გამოიგზავნა, რაც წლიურად 13%-ით არის მომატებული. მეორე პოზიციას 49 მილიონი დოლარით აშშ იკავებს, საიდანაც გზავნილები სექტემბერში 18%-ით გაიზარდა.