თბილისის სატრანსპორტო კომპანია მეტროს რელსების შესაძენად 3 მილიონიან ტენდერს აცხადებს

თბილისის სატრანსპორტო კომპანია მეტროს რელსების შესაძენად 3 მილიონიან ტენდერს აცხადებს. წინადადებების მიღება 10 აპრილს დაიწყება და 15 აპრილს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2 967 900 ლარია.
საქონლის მიწოდების ვადაა ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან არაუგვიანეს 180 კალენდარული დღე.
მიწოდებულ საქონელზე საგარანტიო ვადა უნდა შეადგენდეს საქონლის მიწოდების შესახებ შედგენილი დოკუმენტის გაფორმების თარიღიდან არანაკლებ 5 წელს.
სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული საქონლის ტექნიკური პარამეტრების მიხედვით, რ-50 ტიპის რელსი, გამოშვებული არანაკლებ 2022 წელს. არ უნდა იყოს ექსპლუატაციაში ნამყოფი. შემოთავაზებული საქონელი უნდა იყოს ერთი და იგივე ქარხნის მიერ დამზადებული, ერთი და იგივე დროს ჩამოსხმული. რელსი უნდა იყოს მეტროპოლიტენისთვის დამზადებული/განკუთვნილი და უნდა შეესაბამებოდეს ГОСТ Р 51685 ან ეკვივალენტურ სტანდარტს. შესყიდვის სავარაუდო რაოდენობა 370 ტონაა.
რ-65 ტიპის რელსიც, გამოშვებული უნდა იყოს არანაკლებ 2022 წელს. არ უნდა იყოს ექსპლუატაციაში ნამყოფი. შემოთავაზებული საქონელი უნდა იყოს ერთი და იგივე ქარხნის მიერ დამზადებული, ერთი და იგივე დროს ჩამოსხმული. რელსი უნდა იყოს მეტროპოლიტენისთვის დამზადებული/განკუთვნილი და უნდა შეესაბამებოდეს ГОСТ Р 51685 ან ეკვივალენტურ სტანდარტს. შესყიდვის სავარაუდო რაოდენობა 270 ტონაა.