ბარიერის დაწევა არ განიხილება, ევროკავშირის ქვეყნების ნახევარზე მეტში ბარიერი 5%-ია – მამუკა მდინარაძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, დღეს კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ სარჩევნო ბარიერის დაწევა არ განიხილება. მისიე თქმით, ევროკავშირის ქვეყნების ნახევარზე მეტში ბარიერი 5%-ია.
“გახარიებმა” დღეს პირველად გააკეთეს სწორი განცხადება, რადგანაც მათთვის სულ ერთია, გინდ ხუთიანი ყოფილა და გინდ 15-იანი, მაინც ვერ ლახავენ ბარიერს. წელს არ ყოფილა საერთოდ ამის შესახებ მოწოდება, რადგანაც ევროპის ქვეყნების ნახევარზე მეტში მიიჩნევა, რომ სწორედ 5%-იანი ბარიერი უზრუნველყოფს პლურალიზმის და დემოკრატიის ხარისხის ბალანსის მთავარ გარანტს. აქედან გამომდინარე, არ განიხილება ბარიერის დაწევა. ევროკავშირის ქვეყნების ნახევარზე მეტში ბარიერი 5%-ია”, – აცხადებს მამუკა მდინარაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენი არჩევანია მშვიდობა და განვითარება საქართველოსთვის და ქართველების უკეთესი მომავალისთვის, „იგლ ჰილსის“ პროექტის საქართველოს ეროვნული ინტერესების სრული დაცვით განხორციელებაზე ხელისუფლება იღებს სრულ პასუხისმგებლობას

„იგლ ჰილსის“ პროექტით, კრწანისსა და გონიოში იქმნება უმაღლესი სტანდარტების ინფრასტრუქტურა, რომელიც როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ისე საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს საუკეთესო გარემოს შესთავაზებს

ხელისუფლება სრულად დაიცავს საქართველოს ეროვნულ და დემოგრაფიულ ინტერესებს და მხოლოდ ამ პირობებში განხორციელდება ყველა პროექტი, რომელიც საქართველოს ეკონომიკურ წინსვლას და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას მეტ კეთილდღეობას მოუტანს