გამოძიების პროცესში დუმილის უფლებას იყენებს – რას ამბობს კოსტა სანიკიძის დაჭრაზე დაკავებულის ადვოკატი

მსახიობ კოსტა სანიკიძის დაჭრის საქმეზე დაკავებულ 24 წლის გიორგი გველესიანს ბრალს ოფიციალურად ამ წუთებში უყენებენ. როგორც მისი ადვოკატი ჟურნალისტებთან ამბობს, დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს. მომხდართან დაკავშირებით, ადვოკატი დამატებით დეტალებზე, ამ ეტაპზე, არ საუბრობს. დაკავებულს პროკურატურა განზრახ მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს.
“პოზიციას ოდნავ მოგვიანებით გავახმოვანებ. მე ვესაუბრე უკვე პიროვნებას, რომელიც უკვე დაკავებულია. დეტალებთან დაკავშირებით, უფრო ვრცლად ვისაუბრებ. გამოძიების პროცესში დუმილის უფლებას იყენებს.
მომხდართან დაკავშირებით, რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია, როგორც ერთი, ისე მეორე მხარისთვის და ამას შესაბამისი სამართლებრივი განმარტებებიც ექნება,” – აღნიშნა ადვოკატმა, ლევან დავითაიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

გარედან შემხედვარისა და ნეიტრალური ადამიანისთვის არანორმალურია ის, რასაც ამერიკა დღეს აკეთებს. ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ხელისუფლებაში მოყვანილ იქნას ხალხი, რომლებიც ყველაფერზე მოაწერენ ხელს და მეორე ფრონტსაც გახსნიან