“ბოდიში საზოგადოებას, ძალიან ვწუხვარ” – პრეზიდენტის სკანდალური განცხადება

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელმაც ორბელიანების სასახლეში მაღალმთიანი აჭარის ფოლკლორის საღამოს უმასპინძლა, განაცხადა:
ძალიან სამწუხარო არის, რომ ის ანსამბლი, რომელიც უნდა ჩამოსულიყო აჭარიდან “ფესვები” და რომელიც დღეს ჩვენთან უნდა ყოფილიყო, გზიდან გააბრუნეს, იმიტომ, რომ თურმე პრეზიდენტის სასახლეში ნებადართული არ არის აქ მოღვაწეობა. თქვენ თვითონ იფიქრეთ, საიდან მოვიდა მითითება და რას ნიშნავს ეს. თუ ეს არ არის კულტურული ბოლშევიზმი, მე არ ვიცი, ამას რა ჰქვია. სამწუხარო არის და მე მინდა მათ ჩემი სახელით, ბოდიში მოვახსენო იმისთვის, რომ გზიდან გააბრუნეს, ამ ფორმით და მინდა საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში, დღეს, ასეთი რაღაცები შეიძლება ხდებოდეს. ძალიან ვწუხვარ, მაგრამ მაინც გვექნება საღამო, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს სხვა ანსამბლი – “მარგალიტი” და ძალიან დიდი მადლობა მათ, რომ შემოგვიერთდნენ და მე დარწმუნებული ვარ, ძალიან სასიამოვნო და ღირსშესანიშნავი საღამო გვექნება.”

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი: ბრიუსელი დარჩა თამაშგარე მდგომარეობაში. რაც არ უნდა იაროს დედაქალაქებში ზელენსკიმ, რასაკვირველია, მთავარი რესურსი აშშ-ის ხელშია, მსოფლიოში თუ როგორ განვითარდება პროცესები

ქეთი მოლაშვილი: სიღნაღში, ტერასასკენ მიმავალ გზაზე (სიღნაღიდან რომ ავდივართ) მანქანებია მოცურებული, გზა არ გაწმენდილა. არც იწმინდება (უწყვეტ რეჟიმში იწმინდებაო ამბობდნენ და მაგაზე ვწერ (ვიდეო)