რუსეთი – “მოსახლეობა ოლქის დატოვებას ფეხით ცდილობს” – კობერიძე

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
ძალიან ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს ს ტერიტორიაზე, ბელგოროდის ოლქში. უკრაინის მხარეს მებრძოლი თავისუფალი რუსეთის ლეგიონი და მისი მოკავშირეები ერთდროულად გრაივორონს და მომიჯნავე დასახლებებს უტევენ. შეტაკებებია კურსკის ოლქშიც სასაზღვრო სივრცეში. იბომბება ქალაქი ბელგოროდის სიახლოვეს სტრატეგიული რუსული ობიექტები. მოსახლეობა ქალაქისა და ოლქის დატოვებას ფეხით ცდილობს, რადგან სამხედრო-პოლიტოკური ადმინისტრაცია მათ გადაადგილებას ხელს უშლის.
აფეთქებებია რუსეთის ისეთ ქალაქებში როგორიცაა ტვერი და იაროსლავი. მიზეზები დრონების, დივერსიები თუ სხვა ჯერ არაა ცნობილი.
ხვალ იწყება რუსეთში. ეს ყველაფერი გარკვეული დემორალიზების წყარო შეიძლება გახდეს. ამისათვის არაა აუცილებელი ტერიტორიის ოკუპაცია მოხდეს. კიდევ ერთხელ: მორალური მდგომარეობა და დემორალიზება ომის განუყოფელი ნაწილია. საბრძოლო მოქმედებები ისევე აქტიურად მიმდინარეობს ადამიანის გონებაში, როგორც ბრძოლის ველზე.

ასევე დაგაინტერესებთ