ნებისმიერი თავმოყვარე მოქალაქისთვის მიუღებელია ქართული მართლმსაჯულების ხელყოფის მცდელობა, რომელსაც მიზანმიმართულად ახორციელებენ საერთაშორისო აქტორები ადგილობრივი “აგენტოკრატების” ხელით

ნებისმიერი თავმოყვარე მოქალაქისთვის მიუღებელია ქართული მართლმსაჯულების ხელყოფის მცდელობა, რომელსაც მიზანმიმართულად ახორციელებენ საერთაშორისო აქტორები ადგილობრივი “აგენტოკრატების” ხელით
პრემიერ-მინისტრმა დღეს კიდევ ერთხელ გააკეთა განცხადება, რომ მიუღებელია სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაციის მცდელობა, ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე, – წერს “ხალხის ძალის” წევრი, სოციალურ ქსელში. მისი განცხადებით, სასამართლო სისტემაზე შეტევის არდშია “სოროსის ფონდი” სხვა არასამთავრობოებთან ერთად. ქადაგიძის თქმით, ანალოგიური პროცესები მიხეილ სააკაშვილმა 1999 წელს დაიწყო და ქართული მართლმსაჯულება გარე აქტორებს დაუქვემდებარა “პრემიერ-მინისტრმა დღეს კიდევ ერთხელ გააკეთა განცხადება, რომ მიუღებელია სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაციის მცდელობა, ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე.
“არა მხოლოდ მთავრობის მეთაურისთვის, არამედ ნებისმიერი თავმოყვარე მოქალაქისთვისაა მიუღებელი ქართული მართლმსაჯულების ხელყოფის მცდელობა, რომელსაც მიზანმიმართულად ახორციელებენ საერთაშორისო აქტორები ადგილობრივი “აგენტოკრატების” ხელით. “სოროსის ფონდი” ამ პროცესების ავანგარდშია, სადაც ამუშავებენ სახელმძღვანელოებსა და ტრენინგ-მოდულებს თუ როგორ უნდა განხორციელდეს საქართველოს სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაცია და შემდეგ ე.წ “ვეტინგის” პრინციპით, ახალი სისტემის შექმნა, რომელიც სრულად დაქვემდებარებული გახდება საერთაშორისო აქტორებზე.
ანალოგიური პროცესები დაიწყო 1999 წლიდან, როდესაც ჯერ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელი და შემდეგ იუსტიციის მინისტრი სააკაშვილი ჩაუდგა სათავეში ე.წ სამართლებრივ რეფორმებს. “სოროსის ფონდისა” და ათასი რჯულის არასამთავრობოს მხრიდან მხარდაჭერილმა სააკაშვილმა, ჯერ შევარდნაძის მთავრობიდან დაიწყო მიზანმიმართული კამპანია, საქართველოს როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს დემონტაჟისა და შემდეგ, პირადად მისი ხელმძღვანელობით მოხდა ქართული მართლმსაჯულების სრულად დაქვემდებარება გარე აქტორებზე! ახლაც იგივე პროცესების დაწყების მცდელობა აქვთ, თუმცა ერთს ვერ ითვალისწინებენ – ქართული საზოგადოება გაცილებით ფხიზლადაა, ვიდრე ოცდახუთი წლის წინ და იმავე ფარსის განმეორება არავის გამოუვა!” – წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელ Facebook-ზე.
Previous: მხოლოდ ომის საქმე არაა, სხვა დანაშაულებიც ცნობილია, მაგრამ ომის საქმეზე ნაციონალური მოძრაობა მხილებულია თავისივე პატრონების მხრიდან