რას გულისხმობს პერსონალური მონაცემები, როგორი პერსონალური მონაცემის დაცვის ქართული და საერთაშორისო სტანდარტი და როგორია ის მექანიზმები, რომლებიც პერსონალური მონაცემების დაცვის წესების დარღვევის შემთხვევაში შეუძლია გამოიყენოს შესაბამისმა უწყებამ ამ და სხვა თემებზე რადიო „კომერსანტის გადაცემაში“ ბიზნესი და სამართალი ნინო ლიპარტიასთან ერთად პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის გეგმური ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ავთანდილ ლეფსვერიძემ ისაუბრა.
მისი თქმით პერსონალური მონაცემების საკითხი აქტუალურია, განსაკუთრებით მაშინ რაც 1 მარტს ახალი კანონი შევიდა ძალაში და მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. მისი განმარტებით პერსონალური მონაცემები არის ნებისმიერი ინფორმაცია იდენტიფიცირებული ან იდენტიფიცირაბდი პირის შესახებ. ინფორმაციის ჩამონათვალი ძალიან ვრცელია თუმცა ეს ორი ნიშანი უნდა ახასიათებდეს.
„პერსონალური მონაცემის დაჯგუფება შეიძლება სხვადასხვა სახის პერსონალურ მონაცემებად, მაგალითად შეიძლება ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია, ფინანსური კატეგორიის მონაცემები, ბიომეტრიული, გენეტიკური და ა.შ. მონაცემები.
ციფრული ეპოქის პერიოდში, როდესაც ტექნოლოგიები სულ უფრო იხვეწება სულ უფრო და უფრო მეტი საშუალება იქმნება იმისთვის, რომ მოცულობით და სენსიტიური მონაცემები დამუშავედეს, აქედან გამომდინარე იზრდება საფრთხეებიც და რიგ შემთხვევაში შეიძლება საკმაოდ მძიმე შედეგიც დადგეს. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ არაკეთილსინდისიერი ადამიანების ხელში მოხვდა და გამოყენებული იქნა ბოროტი მიზნებისთვის ამან შეიძლება მათ შორის გამოიწვიოს ფინანსური და მორალური ზიანიც სხვადასხვა ფორმით, ადამიანს რეპუტაცია შეელახოს ურთიერთობა გაუფუჭდეს, მიადგეს ფინანსური ზიანი და ა,შ,
სწორედ ამ საფრთხეების გათვალისწინებით კანონმდებელმა გადაწყვიტა, რომ რეგულაციების ქვეშ მოექცია ეს სფერო რათა გონივრული ბალანსი ყოფილიყო პერსონალური მონაცემის დაცვასა და სხვა უფლებების დაცვას შორის და საკანონმდებლო ჩარჩოებში მოექცია ისე, რომ სხვა ინტერესებიც არ ყოფილიყო ხელყოფილი.“ – აღნიშნა დავით ლეფსვერიძემ.
ლეფსვერიძის თქმით არის რიგი შემთხვევები როდესაც დასაშვებია, თუმცა ამ კანონის შემუშავება მოხდა გონივრული საზღვრების ფარგლებში, გათვალისწინებული იქნა ევროკავშირის საკანონმდებლო ჩარჩო დ ამათი გამოცდილება, ასევე პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაკონტროლებელი ორგანოების საქმიანობა და სწორედ ამ კუთხით შევიდა ცვლილებები.
„ფაქტობრივად ცხოვრების ყველა სფეროში ადამიანები, მათ შორის სახელმწიფო უწყებები ამუშავებენ პერსონალურ მონაცემებს და მათი საქმიანობა ყოველდღიური შეუძლებელია ამ მონაცემების გარეშე, მთავარია რომ დაცული იქნეს კანონის მოთხოვნები და თუ რა მოთხოვნები უნდა იქნეს დაცული ამას პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონი განმარტავს, სამი ქვაკუთხედია რაც ყველა პროცესს უნდა ახასიათებდეს. ესენია მონაცემთა დამუშავების საფუძვლები უნდა გვქონდეს სახეზე, უნდა იყოს დაცული მონაცემთა დამუშავების პრინციპები და უსაფრთხოება.
კანონი შეიცავს საკმარის განაწესებს იმისთვის , რომ ცხადი გახდეს როგორ დამუშავდეს სწორად პერსონალური მონაცემები და ეს არც თუ ისე რთული გასაგებია. ცნობიერების ამაღლების კუთხითაც მეტი გვაქვს სამუშაო ექსპერტიზა ჩვენი სამსახურის მხარეს არის ამ კონკრეტულ სფეროში და ჩვენი სამსახურის მუშაობის ერთ-ერთი მიმართულება სწორედ ცნობიერების ამაღლებაზეა, იმიტომ რომ პრევენცია ერთ-ერთი იარაღია დარღვევების თავიდან აცილების ვიდრე შემდეგ რეაგირება. ყველას შემოწმება ვერ ხერხდება სამსახური ამოწმებს იმ პროცესებს რომელიც არის პრიორიტეტული და რომელზეც წარმოდგენილი იქნა განცხადება.“ – აღნიშნა დავით ლეფსვერიძემ.
რაც შეეხება პრინციპებს რის მიხედვითაც შემოწმება ხორციელდება ლეფსვერიძე განმარტავს, რომ ეს არის პრინციპები რომელთა დაცვის ვალდებულებაც აქვთ დამმუშავებელ პირებს, მონაცემთა დამუშავებაზე უფლებამოსილ პირებს.
„ეს შეიძლება იყოს ის, რომ მათ უნდა დაამუშაონ ის მონაცემები რაც ესაჭიროებათ კონკრეტულ შემთხვევაში , მონაცემთა დამუშავება არ უნდა მოხდეს ღირსების შელახვით, უნდა იყოს კანონიერი და ლეგიტიმური მიზანი სახეზე, მონაცემთა შენახვა უნდა მოხდეს იმ ვადით სადამდეც არსებობს შესაბამისი ინტერესი.
კანონი განსაზღვრავს ფორმულას თუ როგორ უნდა დაითვალონ მონაცემთა დამმუშავებლებმა ეს ვადა, კანონი არ განსაზღვრავს ვადას, ვადა განისაზღვრება სფეროების მიხედვით და ვერ იქნება ერთი და იგივე. ახალი კანონით დაემატა ორი პრინციპი ეს არის გამჭვირვალობის და უსაფრთხოების პრინციპი, თუმცა კანონის გამჭვირვალობა სხვა ნორმებშიც იყო გათვალისწინებული და ახლა უკვე პრინციპის დონეზეც გამოიყო“ – აღნიშნა ავთანდილ ლეფსვერიძემ.
