იენს სტოლტენბერგი – რუსეთი ძალიან დიდ ფასს იხდის უმნიშვნელო მიღწევებისთვის, პუტინის ომს უკვე 350 000-ზე მეტი რუსი სამხედრო ემსხვერპლა

რუსეთმა ში 350 000-ზე მეტი სამხედრო დაკარგა. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პოლონეთის პრეზიდენტ, ანჯეი დუდასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ძალიან დიდ ფასს იხდის უმნიშვნელო მიღწევებისთვის. ხმელეთზე, პუტინის ომი რუსეთს უკვე 350 000 სამხედრო დანაკარგზე მეტი დაუჯდა. ზღვაში, უკრაინულმა დარტყმებმა ჩაძირეს ან მწყობრიდან გამოიყვანეს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მნიშვნელოვანი ნაწილი. ცაში, უკრაინა რუსეთის საკვანძო ობიექტებს აგდებს, მათ შორის ძარიან ძვირფას სადაზვერვო თვითმფრინავებს,” – განაცხადა სტოლტენბერგმა.
გენერალურმა მდივნის თქმით, უკრაინამ აჩვენა, რომ სიმამაცითა და კრეატიულობით “რუსეთის სამხედროების დამარცხება შესაძლებელია.”
სტოლტენბერგმა ასევე გააკრიტიკა -ის წარმომადგენელთა პალატის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შესახებ საკითხის კენჭისყრაზე გამოტანის გაჭიანურება.
“აშშ-ის კონგრესის დაყოვნების ყოველი დღე ბრძოლის ველზე რეალურ შედეგებში გადადის. ამ დილით ალიანსის მასშტაბით გამოკითხვის ბოლო შედეგები გამოვაქვეყნე. ის აჩვენებს, რომ ჩვენი მოქალაქეების ორ მესამედს – ატლანტიკის ორივე მხარეს – სურს, რომ მათმა ქვეყანამ უკრაინის მხარდაჭერა გააგრძელოს”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ასევე დაგაინტერესებთ