აშშ-მა სანქციები დაუწესა სამ ისრაელელ ახალმოსახლეს იორდანეს დასავლეთ ნაპირზე პალესტინელთა მიმართ ძალადობისთვის

AP-ის ცნობით, 14 მარტს ბაიდენის ადმინისტრაციამ სანქციები შემოიღო სამი ექსტრემისტულად განწყობილი ისრაელელის მიმართ იორდანეს დასავლეთ ნაპირზე – ოკუპირებულ ტერიტორიაზე.
სამიdt პირს ბრალად ედება პალესტინელებზე თავდასხმა და მათი დევნა იმ მიზნით, რომ დატოვონ საკუთარი ტერიტორია. ვაშინგტონმა სანქციები დაუწესდა ასევე ორ ფერმას, რომლებსაც ახალმოსახლე ისრაელები მართავენ.
სანქციების დაწესებით სავარაუდოდ გაიზრდება დაძაბული ურთიერთობა -სა ისრაელს შორის ღაზის ომის გამო. სახელმწიფო დეპარტამენტის და ფინანსთა უწყების მიერ სანქციების გამოცხადება მოხდა აშშ-ის პრეზიდენტსა და ს პრემიერ-მინისტრს, ს შორის წინააღმდეგობის გამძაფრების პერიოდში.
ნეთანიაჰუს ულტრამემარჯვენე მთავრობას ბრაზიანი რეაქცია ჰქონდა იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ახალმოსახლეების წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო.
ამერიკელმა მოხელეებმა, ბაიდენის და სახელმწიფო მდივნის, ს ჩათვლით, შეშფოთება გამოხატეს ახალმოსახლეების მხრიდან იორდანეს დასავლეთ ნაპირზე პალესტინელების მიმართ ძალადობის ტალღის გამო მას მერე, რაც ისრაელმა აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილი ჰამასის წინააღმდეგ ომი დაიწყო ღაზის სექტორში.
ისრაელი აცხადებს, რომ ამგვარი თავდასხმების წინააღმდეგ მიმართავს ზომებს და აცხადებს, რომ სანქციები არაა საჭირო. სანქციების კონკრეტული შინაარსის შესახებ არაფერია ცნობილი, რადგან არაა ნათელი, აქვთ თუ არა შესაბამის პირებს და ორგანიზაციებს აქტივები აშშ-ში.
თუმცა, ახალმოსახლეების წინააღმდეგ დაწესებული სანქციების წინა პარტიამ დააშინა ისრაელის ბანკები, რომლებიც მათთან აწარმოებენ ბიზნესს. სანქციები სხვათა შორის ამ პირებისთვის მოგზაურობის აკრძალვას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ