როგორ გამოიყურება Georgian Airways-ის VIP კატეგორიის ხომალდი – ფოტოები

Georgian Airways-ის ავიაპარკის გამორჩეული, VIP კატეგორიის, 14-ადგილიანი ავიახომალდი – Bombardier Global 6000 განკუთვნილია კერძო ფრენებისთვის.
მგზავრებს ფრენის დროს დახვდება უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი, კომფორტული სივრცე, ტემპერატურა და ტენიანობა ბორტზე შეესაბამება ჩვეულ გარემოს.
კომფორტული, მაღალი კლასის მომსახურების გარდა, ხომალდის უპირატესობა უწყვეტი, ხანგრძლივი რეისების შესრულებაა. Bombardier Global 6000-ით შესაძლებელია უწყვეტი ფრენების განხორციელება თბილისი-ვაშინგტონისა და თბილისი-ტოკიოს მიმართულებით.
წყარო: avianews

ასევე დაგაინტერესებთ