აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ, აშშ-ში „ტიკ-ტოკის“ აკრძალვის კანონპროექტი დაამტკიცა

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც -ში „ტიკ-ტოკის“ აკრძალვას გულისხმობს.- ამის შესახებ ინფორმაციას Cnn ავრცელებს. მედიის ცნობით კანონპროექტს მხარი 352-მა დეპუტატმა დაიჭირა , წინააღმდეგი კი 65 იყო. კანონპროექტის წინააღმდეგ 15 რესპუბლიკელი და 50 დემოკრატი კანონმდებელი წავიდა.
ჯერჯერობით უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ სენატში. ამავდროულად, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ხელს მოაწერს კანონპროექტს, თუ კანონპროექტს სენატი მხარს დაუჭერს. „ტიკ-ტოკის“ ადმინისტრაციის განცხადებით, ახლა მათი ყურადღება სენატისკენ არის მიმართული.
„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სენატი განიხილავს ფაქტებს, მოუსმენს თავის ამომრჩეველს და გააცნობიერებს გავლენას ეკონომიკაზე, შვიდ მილიონ მცირე ბიზნესსა და 170 მილიონ ამერიკელზე, რომლებიც სარგებლობენ ჩვენი სერვისით”, – ნათქვამია განცხადებაში.