ისრაელი ამბობს, რომ ღაზაში საკვები პროდუქტის ცენტრზე თავდასხმამ ჰამასის წევრი გაანეიტრალა

ოთხშაბათს ისრაელმა განაცხადა, რომ გაეროს საკვების განაწილების ცენტრზე თავდასხმისას ღაზაში ჰამასის ერთ-ერთი ლიდერი მოკლეს. პალესტინელი ჯანდაცვის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ამ თავდასხმისას 5 ადამიანი მოკლეს, მათ შორის ერთი გაეროს თანამშრომელია.
აცხადებს, რომ თავდასხმისას მოჰამად აბუ ჰასნა გაანეიტრალეს, რომელიც “ჰამასის” სადაზვერვო დაჯგუფების ხელმძღვანელი იყო.
განცხადებაში, რომელიც “ჰამასმა” გაავრცელა, ნათქვამია, რომ მოკლული აბუ ჰასნა მათი საპოლიციო დანაყოფის წევრი იყო. “ჰამასმა” მომხდარი დაგმო და მას “ლაჩრული მკვლელობა” უწოდა.
პალესტინის ტერიტორიაზე მდებარე გაეროს მთავარმა სააგენტომ განაცხადა, რომ მათი ერთ-ერთი დაწესებულება რაფაში თავდასხმის სამიზნე გახდა.
სააგენტო ადასტურებს, რომ მოკლულებს შორის იყო მათი თანამშრომელიც. ისინი ასევე დაჭრილების შესახებ ავრცელებენ ინფორმაციას და ამბობენ, რომ ისრაელის თავდასხმისას 22 ადამიანი დაშავდა.
“ჰამასი” უარყოფს ისრაელის ბრლადებას იმასთან დაკავშირებით, რომ საკვებს თავად იყენებს და ისრაელს შიმშილის პალესტინელების წინააღმდეგ იარაღად გამოყენებაში ადანაშაულებს.
ოთხშაბათს, ისრაელის პრემიერმა, მ თქვა, რომ მას სურს ჩაანაცვლოს გაერო სხვა ორგანიზაციებით ისე, რომ ზიანი არ მიადგეს საკვებისა და ჰუმანიტარული დახმარების განაწილებას.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”