“მარტივადაა საქმე, ერთგვარი ჩიხია შექმნილი…” – პრემიერი ვეტოზე საუბრისას

პრემიერ-მინისტრმა საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე დადებულ ვეტოსთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა:
„რაც შეეხება ს, ცესკოსთან დაკავშირებით მარტივად არის საქმე. ერთგვარი ჩიხია შექმნილი ცესკოში, არის ცესკოს თავმჯდომარე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ორი წევრი, რომლებსაც რეალურად 6 თვიანი ვადა გასული აქვთ უკვე წელიწადნახევარია, თუ არ ვცდები და მხოლოდ იმის გამო ინარჩუნებენ ისინი საკუთარ თანამდებობებს, რომ სხვა წევრები და თავმჯდომარე არ არიან დანიშნულნი. ეს არის ერთგვარი ჩიხი, ასეთი მდგომარეობით რა თქმა უნდა არ ივარგებს ს ჩატარება. შეიძლება მხოლოდ ოპოზიციას სურდეს ასეთი მდგომარეობით არჩევნების ჩატარება. ჩვენი მიზანია ამ ჩიხის დაძლევა და ის კანონპროექტი, რომელიც მიღებული იქნა და რომელსაც მერე ვეტო დაედო ს მხრიდან, ემსახურება სწორედ ჩიხის დაძლევას. თუ ვინმეს მიაჩნია, რომ ცესკოში უნდა დარჩეს ჩიხი, ეს არის მათი საქმე, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩიხი უნდა იყოს დაძლეული და აქედან გამომდინარე, ვეტოც უნდა იყოს დაძლეული.”

ასევე დაგაინტერესებთ