“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” განცხადებით, გლდანის მე-2 მიკრო რაიონის N25 ბ-ს მიმდებარედ, წყალსადენის ქსელი ავარიულად დაზიანდა. GWP-ის თქმით, მათი ტექნიკური ჯგუფი ადგილზეა მობილიზებული და ქსელის დაზიანებული მონაკვეთის აღსადგენად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
“აღიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, დღეს, 20 ნოემბერს, დღის 13:45 საათიდან, საღამოს 22:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: გლდანის რაიონში: გლდანის I, II, III, IV და “ა” მიკრო რაიონებს, ანდრონიკაშვილის ქუჩას, II ჩიხს და II, III, IV შესახვევებს, ვასაძის, ვეკუას, მოსულიშვილის, შეშელიძის, შენგელიას, ვარდევანის, ხეჩუაშვილის, ყუშიტაშვილის, 9 ძმა ხერხეულიძის, 26 მაისის, მეგობრობის, ლიბანისა და მიმდებარე ქუჩებს, ჭრებალოს ქუჩასა და ჩიხებს, უწერის ქუჩის ნაწილს. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის,” – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, წყალმომარაგება შეეზღუდა / შეეზღუდება თბილისის სხვა ქუჩებსაც:
· სამგორის რაიონი, კორნელი სანაძის ქ. N 43-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, 00:30-დან 16:00-საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: სამგორის რაიონში იდუმალის, წურწუმიას, ქინძმარაულის, ნაკაშიძის, ფაღავას, წმინდა ბარბარეს, ნავთლუღის მე-2 დას, (რაზიკაშვილის, ლორთქიფანიძისა და ელენე მეტრეველის ქუჩები) ქვემო მელითონეთა დასახლება, 31-ე ქარხნის აეროდრომის და მიმდებარე დასახლებას, ქიზიყის, ჟორესის, ენუქიძის, პოლიციის, ჭიჭინაძის, გუმათგესის, გუგუშვილის, ენგურჰესის, ცისკარიშვილის, სადგური ველს, გვაზავას, ცისკარას(გურჯიევი), ოდიშელიძის, ფრისის, სოფელ: გამარჯვებას, გაჩიანს, აგთაკლიას, ყარათაკლიას, ყარაჯალარს და ფოლადაანთკარს, ალადასტურის და კვირიკაშვილის ქუჩებს კრწანისის რაიონში, ზემო და ქვემო ფონიჭალა, რუსთავის გზატკეცილი, სოფ. ფონიჭალას, გიგანტის დასახლებას, ზოოვეტის დასახლებას, სოფ.ჭალას. სოფელ თელეთს, ვაგზლის ქუჩას.
· ჩუღურეთის რაიონი, გარეჯის ქ. N 38-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, 04:30-დან 14:00-საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: გარეჯის, მარიამ დაიდანი-ანჩაბაძე, ნინო წერეთელი, ახალმოწამეთა, ვანათის, მარიამ ივანიშვილი-დემურიას ქუჩებს.
· სამგორის რაიონი, წყალი შეგიწყდათ ავარიულად მეფრინველეთა ქ. N3-თან ქსელზე დაზიანების გამო. წყალმომარაგება აღდგება 18:00 საათზე. შეწყვეტიილი აქვს: მეფრინველეთა ქუჩას და ევგენი აფხაზავას მე 3 შესახვევს.
· საბურთალოს რაიონი დღეს, 20/11 ვ.ჭაბუკიანის ქ. N6-თან ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება. წყალი შეწყდება 20/11 12:00-სთ-დან 20/11 18:00სთ-მდე: პეკინის 1 და 2 კვარტალს, ხვიჩიას, ჭაბუკიანის და დეკანოსიძის ქუჩებს.
· კრწანისის რაიონი, ანტონ კათალიკოსის ქ.N13-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, 11:30-დან 15:00-მდე. წყალმომარაგება შეუწყდება: კოტე აფხაზის N27-ს და კათალიკოსის N15-ს.
· ვაკის რაიონი, ანდრია რაზმაძის ქ.N37-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, 13:45-დან 20:00-მდე წყალმომარაგება შეუწყდება: რაზმაძის და ირაკლი აბაშიძეს N 52,54.
· ჩუღურეთის რაიონი, ცხრა ძმის ქ.N103-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, 14:00-დან 20:00-მდე, წყალმომარაგება შეუწყდება: ცხრა ძმის, ყირიმის და აფხაზეთის შესახვევს.