რუსეთი პარიზის ოლიმპიადას ბოიკოტს არ გამოუცხადებს

რუსეთი პარიზის ოლიმპიადას ბოიკოტს არ გამოუცხადებს. ამის შესახებ ს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, სტანისლავ პოზდნიაკოვმა განაცხადა.
„ჩვენ ბოიკოტის გზას არასდროს ავირჩევთ. ჩვენს სპორტსმენებს მხარს ყოველთვის დავუჭერთ. მაგრამ ხაზს ვუსვამთ, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ წამოყენებული პირობები უკანონო, უსამართლო და მიუღებელია“, – განაცხადა სტანისლავ პოზდნიაკოვმა.
შეგახსენებთ, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რუს და ბელარუს სპორტსმენებს 2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ნეიტრალური სტატუსით მონაწილეობის უფლება მისცა.

ასევე დაგაინტერესებთ

მეგი გოცირიძე: ერთი ისტორია გამახსენდა, რაც 2007 წლის გაზაფხულზე მოხდა, როცა რამდენიმე პარლამენტარს ჯანდაცვის კომიტეტიდან გვთხოვა მიშამ ერედვში, ქურთასა და თამარაშენის მოსახლეობაში ძალიან ემოციური ფონია და იქნებ ჩახვიდეთ და მიხედოთო..