კახა კალაძე აშშ-ის მიერ კეზერაშვილისთვის ვიზის არ გაცემაზე – ეს ადამიანი თაღლითია, არავის შერჩება მძიმე დანაშაული

თაღლითი და კრიმინალია დავით კეზერაშვილი თავისი წარსულიდან და აწმყოდან გამომდინარე, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, -მ საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა.
კალაძის თქმით, სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში ამ მიმართულებით გამოძიება დაწყებულია და მსგავსი დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება.
„ცხადია, ეს ადამიანი თაღლითი და კრიმინალია თავისი წარსულიდან გამომდინარე და აწმყოშიც რაც იკადრა, უმძიმესი დანაშაულია – თაღლითური გზით ასი ათასობით პენსიონერი გააუბედურა. ევროპულ ქვეყნებში გამოძიებაც დაწყებულია. არავის შერჩება ასეთი მძიმე დანაშაული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

სახალხო დამცელის აპარატის თანამშრომელთა ნაწილი – სამწუხაროა სახალხო დამცველის ისეთ პროცესებში მონაწილეობა, რაც არღვევს კონსტიტუციურ-სამართლებრივ წესრიგს და აზიანებს სახალხო დამცველის საქმიანობას და მისდამი ნდობას

მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, მთავრობისთვის პრიორიტეტული და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სხვადასხვა ქვეყანასთან სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება და ახალი ფორმატების ათვისება