უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უნგრეთში არსებულ კორუფციასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო ჯეიკ სალივანი გააკრიტიკა

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უნგრეთში არსებულ კორუფციასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო ჯეიკ სალივანი გააკრიტიკა.
„გუშინ, ომის, გენდერისა და მიგრაციის მომხრე -ის დემოკრატიულმა მთავრობამ უნგრეთის წინააღმდეგ სიცრუის კამპანია გააგრძელა. ამჯერად, მგალობელთა გუნდს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი შეუერთდა.
ამერიკელ დემოკრატებს იმის აღიარება უჭირთ, რომ ევროპის პროგრესული ლიბერალური ზღვის შუაგულში ჯერ კიდევ არის კუნძული, სადაც ჩვენ ამაყად ვაცხადებთ: არა ომს, არა გენდერს, არა მიგრაციას“, – განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ.
ცნობისთვის, გუშინ, აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ ბუდაპეშტის მიერ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე თავდასხმებისა და უნგრეთში არსებული კორუფციის გამო აშშ შეშფოთებულია.

ასევე დაგაინტერესებთ