ხაზარაძის განცხადება არასერიოზულია, დასაქმების პრობლემაც გვაქვს და კვალიფიციური კადრებისაც – კალაძე

, “ლელოს” განცხადების საპასუხოდ, ამბობს, რომ სამუშაო ადგილებზე ლაპარაკი არასერიოზულია,
:
“არ ვიცი, რამდენად სერიოზულად უნდა მივიღოთ ხაზარაძის განცხადება, იმდენ სისულელეს ვისმენთ მათი პარტიის წარმომადგენლებისგან. მერე უკვე აიბლანდნენ ერთმანეთში, ერთი ერთს ამბობს, მეორე – მეორეს, პენსიებთან დაკავაშირებით, ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით და ა.შ. ყველაფერი არასერიოზულია. ყველაფერი ხომ შედარებითია. თუ შევხედავთ თუნდაც სამუშაო ადგილების თვალსაზრისით რა ვითარება იყო წლების წინ და რა მდგომარეობა გვაქვს დღეს… საქართველოს ხელისუფლება თავისი პოლიტიკით, კონკრეტული გადადგმული ნაბიჯებით ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას და მეტი ადამიანი დასაქმდეს. ერთი მხრივ, ჩვენ გვაქვს დასაქმების პრობლემა, მეორე მხრივ, ბიზნესსექტორი ეძებს კვალიფიციურ კადრებს, რაც ასევე უდიდესი პრობლემაა”
“ლელო” “ოცნებას” უმუშევრობის მაჩვენებლის ხელოვნურად ზრდაში ადანაშაულებს. ამტკიცებს, რომ ამის მიზეზი ხელისუფლების არასწორი პოლიტიკა და რუსეთზე დამოკიდებულებაა. ხაზარაძის თქმით, რომ არა ეს ფაქტორები, საქართველოში ასობით ათასი სამუშაო ადგილის შექმნა თავისუფლად არის შესაძლებელი.

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა: საქართველოს პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე წინ მიმავალ გზას ხსნის – ესტონეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიონ კანონი