“უკრაინა რუსეთს არამხოლოდ სამხედრო, არამედ ეკონომიკური თვალსაზრისითაც ანადგურებს” – ბატიაშვილი

ანალიტიკოსი, ზურაბ ბატიაშვილი:
ბოლო დღეებში მ გაზარდა დრონებით შეტევები ს ნავთობგადადამუშავებელ ქარხნებზე. ეს შეტევები ამ ტემპით თუ გაგრძელდა და იმედია გაგრძელდება, რუკაზე წითელი ხაზის შიგნით მოქცეულ ტერიტორიაზე აღარ დარჩება გაუნადგურებელი რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები. ეს კი ფაქტიურად რუსეთის მთელი ევროპული ნაწილია და სწორედ მანდაა განთავსებული ქარხნების უმეტესობა. რუსეთის შემოსავლის დიდი ნაწილი სწორედ აქედან შედის ბიუჯეტში. ასე რომ უკრაინა რუსეთს არამხოლოდ სამხედრო, არამედ ეკონომიკური თვალსაზრისითაც ანადგურებს. იმპერია ეკონომიკურადაც უნდა დაემხოს იმდაგვარად, რომ ომის გაგრძელება ვეღარ შეძლოს. ადრე თუ გვიან ასეც იქნება. უკრაინა გაიმარჯვებს!