“მაგრად ტეხავს კეზერაშვილის გავლით ახლა მიშას ურტყამდე…” – თამარ ბუჩუკური

რა “ღირს” საქართველოში მანქანიდან გადმოსმა და ტელეკომპანიების საკუთრებაში ქონა? მორალურად ძვირი!
“თუ მაწყობს ნახევარი ჭიქა ნახევრად ცარიელია და თუ მაწყობს – ნახევრად სავსე” ხალხი მაგრად მაშინებს სანამ ხალხი ენმ-ში იყო, კეზერაშვილი თავის BBC-ის მასალიანად, სრულიად მისაღები იყო. მას შემდეგ, რაც ენმ დატოვეს იგივე კეზერაშვილი იგივე BBC-ის მასალებით შავი ლაქა გახდა იგივე ხალხისთვის. ეს როგორ მას შემდეგ, რაც ენმ-დან მათთვის გარკვეული ბენეფიტების მიღების პერსპექტივა დაკარგეს თავიანთი წასვლის მიზეზით კეზერაშვილს “კეთროვანის” მანტია წამსვე მოარგეს… ამგვარ დამოკიდებულებას რაც ჰქვია ყველამ ვიცით და აქ პოლიტიკა არაფერ შუაშია. აპოლიტიკური პოსტია და აქცენტი ადამიანობაზეა. ისე გემრიელად არსად ლოკავენ საკუთარ გადაფურთხებულს, როგორც – წილხვედრში და ეს ძალიან მაწუხებს. თუ გასული წლის მარტში კეზერაშვილის სიკეთეების მეხოტბე იყავი, ამა წლის მარტში სალანძღავი რადაა იგივე კაცი იგივე საქმით, საერთოდ ვერ მესმის. თანაც გასულ წელს, კეზერაშვილის დამმუნათებელ მელიას რომ უმადურობასა და მისი ფულით ცხოვრებაში ადანაშაულებდი და ახლა, რომ კოლექტიურ მელიებს შეუერთდი, ეს როგორ ხდება?.. იცავდით კეზერაშვილს მაშინ, როცა მხოლოდ BBC-ის მასალა არსებობდა და ახლა, როცა კოლუმბიის სასამართლოში (და არა თადუმაძე-მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოში) თვით ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს უჩივლა დაუსაბუთებლად ვიზის გაუქმების გამო, ახლა ამუნათებთ… თანაც, რადიო თავისუფლების მასალის ცნობით, ვიზაზე უარს წინ უსწრებდა BBC-ის მასალის გამოქვეყნება, რაც შესაძლოა, შესწავლის გამო მოხდა და არა კრიმინალის. ეს არ არის, სადაც ყველაფერი მოსულა, კრიმინალი არ უჩივის შტატებს მეგობრებო, უფრო პირიქით ხდება ამერიკაში… დასავლურობას მოიშველიებთ გუშინ კეზერაშვილის დაცვაში და დღეს ლანძღვაშივერ გამოდგება არგუმენტად… არგუმენტი მაშინ იქნება, როცა სასამართლო დასკვნას დადებს. ადამიანი ევროპაში ცხოვრობს და ევროპელებს ძარცვავსო, BBC- ის რუსული ბიუროს გამოცემა ამბობს და არა ამტკიცებს და ამ დროს, ევროპას სპეცსამსახურები არ აქვს თუ აძარცვინებს ძალად თავისსავე მოქალაქეებსთუ კეზერაშვილს თავისუფლებაზე ყოფნა მობეზრდა და თავად ამერიკას აიძულებს მის საწინააღმდეგო მტკიცებულებების წარდგენას შემდგომი პატიმრობის მიზნით გულდასაწყვეტია ისეთი ადამიანების სახე ცვლილება, რომლებიც მუდამ ბრძოლის წინა ხაზზე გვეგულებოდნენ… სამწუხაროა, ომის მინისტრებთან ბრძოლა მაშინ, როცა დიდი ზარზეიმით უკრაინის მიღწევებს მიმდინარე ომში, ამაყად პოსტავ და რუსული მონსტრის წინააღმდეგ მეომარი ქართველი ძალოვანი მინისტრების ლანძღვაში მელიას უჯოკრავ. კიდევ ძალიან უხერხულია, დღეს, კეზერაშვილს ტელევიზიის საკუთრებაზე უთითებდე, როცა შარშან ტაშს უკარვდი იგივე კაცს ტელეკომპანია “ფორმულას” აქციების თანამშრომლობისთვის ჩუქებაში.. ამ ყველაფრის ადრესატი კახა კვეკვესკირია, რომლის ბრძოლაც ნანახი მაქვს და გული მწყდება მის დეგრადაციაზე. კეზერაშვილი ძალიან კარგი იყო, როცა მას და ნიკა ნარსიას ოფისი უქირავა, სადაც ორჯერაც არ ყოფილან და პარალელურად სოლიდურ ხელფასს უხდიდა. როცა ეს სარგებელი მოეხსნათ მელიასთან კვეკვესკირის შეხვედრის და დიდი შერიგების გამო ენმ-დან წასვლის შემდეგ, იგივე კეზერაშვილი შავი ლაქა გახდა. ფულს სუნი არ აქვსო, თქვეს და წავიდნენ უ-ნაყოფოდ… P.S. ძალიან თავისუფლად ვწერ სტატუსს, რადგან მგონი, ერთადერთი ოპოპარტია ვართ “კანონი და სამართალი”, სადაც 1 თეთრიც კი არცერთი ბიზნესმენისგან არ მიგვიღია, მათ შორის – კეზერაშვილისგან. ჩემი პარტიის ლიდერი არც ფორმულაზე ზის და არც მაგ: ხაზარაძე-მელიას ტვ პირველზე… ასე, რომ სუბიექტურობაში ვერავინ დამადანაშაულებს
უბრალოდ მაგრად ტეხავს, შარშან რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ ბრძოლა რომ გვახსოვდა და ახლა, მხოლოდ კეზერაშვილის გავლით მიშას ურტყამდე…

ასევე დაგაინტერესებთ