ალიევი: სამხრეთ კავკასიის რეგიონში მტრობის დასრულების დრო დადგა

აზერბაიჯანის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ სომხეთთან მშვიდობა ისე ახლოსაა, როგორც ადრე არასდროს ყოფილა. აზერბაიჯანული სააგენტო „ტრენდის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ალიევმა დღეს, 14 მარტს, განაცხადა ბაქოში მიმდინარე გლობალურ ფორუმზე „დამსხვრეული მსოფლიოს აღდგენა“.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანახმად, სამხრეთ კავკასიის დამოუკიდებლობის ისტორიაში მშვიდობა ასე ახლოს არასდროს ყოფილა და ეს ყარაბაღის საკითხის დახურვის შედეგია. ალიევის თქმით, აზერბაიჯანი მზად არის სომხეთთან სამშვიდობო პროცესის გასაგრძელებლად და უკვე განახლდა შეხვედრები საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ისტორიული სამართლიანობა და საერთაშორისო სამართალი აღადგინეს, რეგიონში მტრობის დასრულების დრო დადგა. ალიევის შეფასებით, აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენით გამოწვეულ სერიოზულ გეოპოლიტიკურ ცვლილებას გაცილებით ფართო დადებითი შედეგები ექნება ერთი შეხედვით მოუგვარებელი კონფლიქტების გადასაწყვეტად.
2023 წლის 19-20 სექტემბერს ჩატარებული სამხედრო ოპერაციის შედეგად აზერბაიჯანმა კონტროლი დაიბრუნა 90-იან წლებში დაკარგულ მთიან ყარაბაღზე და აღდგენილად გამოაცხადა საკუთარი სუვერენიტეტი. ამას მოჰყვა ადგილობრივი სომეხი მოსახლეობისგან რეგიონის დაცლა.
მთიან ყარაბაღზე კონტროლის დამყარების პარალელურად, აზერბაიჯანი და სომხეთი სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი – პრობლემა ის არის, რომ ხელისუფლება კომფორტულადაა პუბლიკაში, რაც თურქმენეთში იყო, დემოკრატ ლიდერებთან კი არაკომფორტულად – თუ მიგაჩნია, რომ ევროპაში ადამიანის უფლებები ირღვევა და მიდიხარ თურქმენეთში, ეს ფსიქიკის პრობლემაა

სალომე ზურაბიშვილი აქციაზე – უამრავი ხალხია გამოსული, არაფერს ნიშნავს ეს კანონები, ამით ვერ აჩერებ ხალხს – რაც შეეხება გეგმას, არავის არასდროს აქვს გეგმა, რომელიც ავტორიტარიზმს და რუსეთს დაამარცხებს, გეგმა არის არ შეგუება, გეგმა აგერ არის: ეს ხალხი!