სხვიტორის ქუჩაზე არსებულ საავტომობილო ხიდზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

ზაჰესის დასახლებაში, სხვიტორის ქუჩაზე არსებულ საავტომობილო ხიდზე სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება.
თბილისის მერიის ცნობით, აღნიშნულ ხიდს დაზიანებული სადეფორმაციო ნაკერების რეაბილიტაცია ჩაუტარდება, რის გამოც, 15 მარტის 00:00 საათიდან 10 დღის განმავლობაში, ხიდზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.
„თბილისის მერია შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს გიხდით“,-აღნიშნულია განცხადებაში.