რუსეთის ფედერაციაში შესვლა აშშ-ის კიდევ 227 მოქალაქეს აეკრძალა

რუსეთის ფედერაციაში შესვლა -ის კიდევ 227 მოქალაქეს აეკრძალა, რომლებიც აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაციის რუსოფობიური კურსის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობენ, – ამის შესახებ ს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა.
„კრემლისა და სპეციალური სამხედრო ოპერაციის მხარდაჭერისთვის ამერიკის ხელისუფლების მიერ მასობრივად დაწესებულ სანქციებზე რეაგირების კონტექსტში, რუსეთის ფედერაციაში შესვლა 227 ამერიკელისთვის იხურება, რომლებიც აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაციის რუსოფობიური კურსის შემუშავებაში, განხორციელებასა და გამართლებაში მონაწილეობენ, ასევე უშუალოდ არიან ჩართული ანტირუსულ ქმედებებში“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უწყების განმარტებით, რუსული „სტოპ-ლისტის“ გაფართოება მიზნად ისახავს „უბრალო ჭეშმარიტების შესახებ ვაშინგტონის ცნობიერების რეფლექსურ დონეზე კონსოლიდაციას, რომ ნებისმიერი აგრესიული მცდელობა დაუსჯელი არ დარჩება და გადამწყვეტ პასუხს მიიღებს“.

ასევე დაგაინტერესებთ