პრემიერ-მინისტრმა და დანიის ელჩმა ეკონომიკისა და ენერგეტიკის სფეროებში თანამშრომლობაზე ისაუბრეს

შეხვედრაზე საუბარი შეეხო დანიის სამეფოსა და საქართველოს შორის არსებულ თანამშრომლობას ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში. ხაზგასმით აღინიშნა თბილისში დანიის სამეფოს საელჩოს გახსნის მნიშვნელობა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების ხელშეწყობისთვის.
ყურადღება გამახვილდა ეკონომიკისა და ენერგეტიკის სფეროებში თანამშრომლობაზე. დადებითად შეფასდა სა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენა, რაც ხალხთაშორისი კავშირებისა და ტურიზმის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებას შეუწყობს ხელს.
პრემიერ-მინისტრმა დანიის სამეფოს ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

„საუდის არაბეთისთვის ძალიან შთამბეჭდავია საქართველოს ეკონომიკური პროგრესი და აქვთ დიდი ინტერესი, განახორციელონ ინვესტიციები ჩვენი ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში“ – ლევან დავითაშვილი