თავად დასავლელი პარტნიორები საუბრობენ სააკაშვილის ბრალეულობაზე, 2008 წელს სააკაშვილმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ სარგებელი ენახა რუსეთს

ასეთი სულელი გგონიათ, რომ მან დაუშვა, თითოს რუსეთს ომს მოუგებდა, ან არ იცოდა ეს რა შედეგს დააყენებდა? სინამდვილეში მან ითამაშა სწორედაც სასარგებლოდ“, -ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მ მედიასთან ისაუბრა.
მისი თქმით, 2008 წელს სააკაშვილმა ითამაშა სასარგებლოდ და მისი ქმედებების შედეგად იზარალა საქართველომ.
ასეთი სულელი გგონიათ, რომ მან დაუშვა, თითქოს რუსეთს ომს მოუგებდა, ან არ იცოდა ეს რა შედეგს დააყენებდა? სინამდვილეში მან ითამაშა სწორედაც რუსეთი სასარგებლოდ და „გლობალური ომის პარტიის“ მიზნებისთვის მორგებული გადაწყვეტილებით ზარალი ვინ ნახა? მხოლოდ საქართველომ. მინდა, გავიხსენო რიჩარდ მაილსის განცხადება, რომელიც მაშინ იყო -ს ელჩი საქართველოში და ამბობდა – პრეზიდენტ სააკაშვილს რომ მთელი აღჭურვილობა არ ეყიდა, მას არ ექნებოდა უგუნური სითამამე, რომ საქართველო ომში ჩაერთო. ასევე, კონდოლიზა რაისი ამბობდა – სააკაშვილმა ე.წ. სამხრეთ ოსეთში ომის დაწყებისთვის რუსეთს მისი პროვოცირების უფლება მისცა.
ასევე, გერმანიის მაშინდელი ელჩი ამბობდა, საქართველოს მთავრობამ რუსეთს საქართველოში შეჭრის ხელსაყრელი პირობები შეუქმნაო. ჯონ მაკკეინი, რომელიც მეგობრობით გამოირჩეოდა მიხეილ სააკაშვილთან, ამბობდა, რომ საქართველოში სააკაშვილმა შეცდომა დაუშვა კონფლიქტის ინიცირებით. ნიკოლა სარკოზიმ კიდევ უფრო დაამძიმა სიტუაცია და თქვა ასეთი რამ – მიხეილ სააკაშვილმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ სიტუაცია დაეძაბა და რუსი დათვი გაეღვიძებინა. ანუ, თავად დასავლელი პარტნიორები საუბრობენ სააკაშვილის ბრალეულობაზე. 2008 წელს სააკაშვილმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ სარგებელი ენახა რუსეთს,“ – განაცხადა ხუნდაძემ.
Previous: ვერ გადაუწყვიტავთ, რომელი შიში გადაწონის მათში – ლგბტ პროპაგანდისაგან თავის შეკავებით სპონსორებისაგან ფულის გარეშე დარჩენა, თუ ქართველი ხალხისგან გარდაუვალი პასუხისგების შიში

ასევე დაგაინტერესებთ

არ არსებობს არავითარი არასამთავრობო ორგანიზაციები, არსებობს მხოლოდ უცხოური მთავრობების მიერ საქართველოში ინტერვენციისთვის დაფინანსებული კონკრეტული ორგანიზაციები, ფარდა ავხადეთ ყველაფერს – რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით წლების განმავლობაში, იმას იმეორებს დღეს ტრამპის ადმინისტრაცია და კონკრეტული ყოფილი თანამდებობის პირები

ვროპული ბიუროკრატია დღემდე გამოხატავს წყენას ქართველი ხალხის მიმართ იმის გამო, რომ მან კიდევ ერთხელ მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას და იმ კურსს, რომელიც ქვეყანას აქვს აღებული

როცა ევროპული ბიუროკრატია ევროკავშირის სახელით ითხოვს, რომ კონსტიტუციური წესრიგიდან უნდა გავიდეს ეროვნული ბანკი, სასამართლო, ცესკო, იქ ხომ ჩანს, რომ არ ამოძრავებს კეთილი ზრახვები საქართველოს მიმართ, ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, რთულია ურთიერთობების დალაგება

ჩვენთვის საინტერესოა, რას უპირებს ევროკავშირს აშშ და უფრო მეტად საინტერესოა, რას უპირებს ევროკავშირს ის არაფორმალური ძალა, რომელიც დღეს კარნახობს კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ევროპულ ბიუროკრატიას