ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთს ალსუ კურმაშევას გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმ რადიო თავისუფლების თათარ- ბაშკირული სამსახურის ჟურნალისტის, ალსუ კურმაშევას მხარდამჭერი განცხადება გააკეთა. ალსუ რუსეთში დაკავებამდე ცხოვრობდა და მუშაობდა ში.
გაეროს უშიშროების საბჭოს დებატების ფორმატში გამოსვლისას, ლიპავსიმ ს ხელისუფლებას მოუწოდა ჟურნალისტის გათავისუფლებისკენ, რომელსაც რუსეთში სხვადასხვა ბრალდების გამო 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
თემა დისკუსიისა, რომელშიც იან ლიპავსკი მონაწილეობდა, ომისა და კონფლიქტების შეჩერება იყო. სხვა საკითხებთან ერთად ჩეხმა დიპლომატმა ხაზი გაუსვა უსაფრთხოებისა და მხარდამჭერი გარემოს შექმნის აუცილებლობას ქალების, უფლებადამცველების, აქტივისტების, ჟურნალისტებისა და გენდერული თანასწორობის დამცველებისთვის, რომლებიც ხელს უწყობენ მშვიდობას.
„მინდა დავამატო, რომ ჩეხეთი რუსეთს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ალსუ კურმაშევა“, – ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სიტყვებს Novinky.cz-ი ციტირებს.
ალსუ კურმაშევას -ისა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეობა აქვს. დაკავებამდე ის ქმართან და შვილებთან ერთად პრაღაში ცხოვრობდა. გასული წლის მაისის შუა რიცხვებში ოჯახური მდგომარეობის გამო მშობლიურ ქალაქ ყაზანში ჩავიდა.

2023 წლის 2 ივნისს, გაფრენის წინ, ალსუ ყაზანის აეროპორტში დააკავეს. მას ამერიკული და რუსული პასპორტები ჩამოართვეს. რამდენიმე დღეში ჟურნალისტის მიმართ აღძრეს სისხლის სამართლის საქმე მეორე მოქალაქეობის შესახებ შეუტყობინებლობაზე. მას გაუსვლელობის ხელწერილი ჩამოართვეს, საქმის გამოძიება რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდა. ოქტომბერში ყაზანის სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო და 10 ათასი რუბლით დააჯარიმა.
განაჩენის გამოცხადებიდან ერთ კვირაში, 18 ოქტომბერს, ჟურნალისტი კვლავ დააკავეს. მას სისხლის სამართლის ახალი ბრალდება წარუდგინეს. ალსუ კურმაშევას ბრალი ედება იმაში, რომ რუსეთის ხელისუფლებას არ წარუდგინა თავისი საბუთები „უცხოეთის აგენტთა“ რეესტრში შესაყვანად. ეს ამ მუხლით პირველი სისხლის სამართლის საქმეა, რომელიც ჟურნალისტის წინააღმდეგ აღიძრა.
23 ოქტომბერს ალსუ წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს. თვე-ნახევრის შემდეგ ჟურნალისტის მიმართ კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე აღძრეს, რუსული არმიის წინააღმდეგ „სიყალბის“ გავრცელების ბრალდებით, რასაც საფუძვლად დაედო Idel.Реалии-ს რედაქციის მიერ გამოქვეყნებული წიგნი „არა ომს. 40 ისტორია რუსებზე, რომლებიც ში შეჭრას ეწინააღმდეგებიან“.
ყაზანის რაიონულმა სასამართლომ 1 თებერვალს 5 აპრილამდე გააგრძელა რადიო თავისუფლების თათარ-ბაშკირული სამსახურის ჟურნალისტის, ალსუ კურმაშევას პატიმრობის ვადა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – „ნაცმოძრაობას“ გაუვრცელებია ბანერები, რომ სააკაშვილის პარტია 5 ნომერია – მინდა დავამშვიდო ამაზე მონერვიულე „ნაცმოძრაობის“ წევრები თუ მომხრეები: ნამდვილად მხოლოდ ისინი არიან სააკაშვილის პარტია და ჩვენ, ნომერი 4 ნამდვილად არა