РДК ბელგოროდისა და კურსკის მოსახლეობას: დატოვეთ რეგიონი, საათ-ნახევარში ვიწყებთ დარტყმებს

რუსული მოხალისეთა კორპუსის (РДК) მეთაური დენის კაპუსტინი (ნიკიტინი) ბელგოროდისა და კურსკის ოლქების მოსახლეობას დიდი დასახლებული პუნქტების დატოვებისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ვიდეომიმართვის გავრცელებიდან საათნახევარში ამ რეგიონებში მდებარე სამხედრო ობიექტებზე დარტყმებს დაიწყებენ.
“გუშინ რუსულმა მოხალისეთა კორპუსმა, ს ბატალიონმა და ლეგიონმა ს თავისუფლებამ გააკეთეს ერთობლივი განცხადება. მივმართეთ კურსკისა და ბელგოროდის მაღალჩინოსნებსა და ხელისუფლებას. ყოველდღიურად რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან მასობრივი დარტყმები მიაქვთ უკრაინის მშვიდობიან ქალაქებსა და სოფლებზე, იღუპებიან მშვიდობიანი ქალები, ბავშვები და მოხუცები. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ გავაფრთხილეთ კურსკისა და ბელგოროდის მოსახლეობა, რომ მივიტანთ საპასუხო დარტყმებს. ჩვენ იძულებული ვართ გავცეთ პასუხი და მივიტანოთ საპასუხო დარტყმები ამ რეგიონების ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო ობიექტებზე. ამ ოლქების მეთაურებმა უგულებელყვეს ჩვენი გაფრთხილება, არ დაუწყიათ კურსკისა და ბელგოროდის მოსახლეობის ევაკუაცია. ამიტომაც, ამ რეგიონების მცხოვრებლებს პირდაპირ მივმართავ: დაიყოვნებლივ დატოვეთ კურსკი და ბელგოროდი, ყველა დიდი დასახლებული პუნქტი, ჩვენ გავხსნით ცეცხლს ამ ტერიტორიებზე მდებარე სამხედრო ობიექტების მიმართულებით ამ ვიდეომიმართვიდან საათ-ნახევარში.” – თქვა კაპუსტინმა მიმართვაში.
მიმართვა თბილისის დროით 11:14-ზე გავრცელდა.
გასულ დღეს პროუკრაინულმა რუსულმა ქვედანაყოფებმა გაავრცელეს მიმართვა ბელგოროდისა და კურსკის ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ, რომ ევაკუაცია დაეწყოთ.
მოხალისოებრივი ჯგუფების მოქმედების პარალელურად, 13 მარტს რუსეთის რეგიონებზე, 7 სხვადასხვა ოლქში 60-ზე მეტმა დრონმა მიიტანა იერიში.
სასაზღვრო საბრძოლო მოქმედებებს გამოეხმაურა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი და თქვა, რომ უკრაინელები რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ჩაშლას თუ არა, სულ მცირე, ხელის შეშლას ცდილობენ. მისივე აზრით, მათ სურთ გარკვეული ტერიტორიის დაკავება, რათა მომავალში შესაძლო მოლაპარაკებების დროს გასაცვლელად გამოიყენონ.