აშშ-მა იემენში „ჰუსიტების“ ოთხი დრონი გაანადგურა

აშშ-ის არმიის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ამერიკელმა სამხედროებმა იემენის „ჰუსიტების“ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ოთხი დრონი და ერთი
მიწა-ჰაერი კლასის რაკეტა გაანადგურეს.
-ის ცენტრალურ სარდლობაში განმარტავენ, რომ დარტყმები მას შემდეგ მოხდა, რაც „ჰუსიტმა“ ბოევიკებმა ადენის ყურეში ხომალდსაწინააღმდეგო ბალისტიკური რაკეტა გაისროლეს.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა და არცერთი ხომალდი არ დაზიანებულა.

ასევე დაგაინტერესებთ