დიდუბის რაინის მაჟორიტარის განცხადებით, მერია საცხოვრებლით უზრუნველყოფს სამტრედიის ქუჩაზე კორპუსში მცხოვრებლებს, სადაც აფეთქება მოხდა

გამგეობა და თბილისის მერია უზრუნველყოფს ადამიანების საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფას, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს დიდუბის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გივი ჩხარტიშვილმა სამტრედიას ქუჩაზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
“ სავარაუდოდ, არის გაზით აფეთქება. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. პირველადი ინფორმაციით, არ არის მსხვერპლი. ჩვენ ჩართულები ვართ, გამგეობა და თბილისის მერია უზრუნველყოფს ამ ადამიანების საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფას. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, დანარჩენს დაველოდებით. ჩვენ ვარაუდობთ, რომ არის გაზით აფეთქება”, – განაცხადა ჩხარტიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ტომას ვეიცი – საქართველოს პრემიერი ამბობს, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვა უნდა, ამაზე მეტი ავტორიტარული ქცევის მტკიცებულება რა გსურთ – ეს არ არის ლეგიტიმური ხელისუფლება და ისინი ქვეყანას ევროკავშირს სანტიმეტრითაც ვერ დაუახლოებენ