„ხალხის ძალის“ ხმა არის საზოგადოების დაკვეთა იმიტომ, რომ ჩვენ ვახმიანებთ იმას, რაც რეალურად სჭირდება საზოგადოება

„საზოგადოების დიდი ნაწილი საკმაოდ გონიერია და ოპოზიციურ სპექტრზე უკეთესადაც აფასებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს“, – ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ წევრმა თამთა მეგრელიშვილმა მედიასთან განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში არის არაჯანსაღი ოპოზიციური სპექტრი, რაც ქართული პოლიტიკის დიდი პრობლემაა.
„საზოგადოების დიდი ნაწილი საკმაოდ გონიერია და ოპოზიციურ სპექტრზე უკეთესადაც აფასებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს.
მე ვფიქრობ, „ხალხის ძალის“ ხმა არის საზოგადოების დაკვეთა იმიტომ, რომ ჩვენ ვახმიანებთ იმას, რაც რეალურად სჭირდება საზოგადოებას და მეტსაც ვიტყვით, რომ ჩვენ ეროვნული ღირსება დავაბრუნეთ ქართულ პოლიტიკაში. ქართველ ხალხს, ჩვენს მოქალაქეებს დავუბრუნეთ ეროვნული ღირსება, მაშინ, როდესაც ვთქვით, რომ კონკრეტული საკითხები ჩვენთვის მიუღებელია და არის საკითხები, რომელთა დაკავშირებით დავსხდებით, ვისაუბრებთ და კონსენსუსამდე მივალთ.
ანუ, ამაში ახალი და მიუღებელი არაფერი არ არის, პირიქით, ეს არის მისაღები ჯანსაღი პოლიტიკური გარემოს შესაქმნელად, უბრალოდ ჩვენ არ გვყავს ჯანსაღი ოპონირებადი ძალა, რომელიც ამ ეროვნულ თამი გამოგყვება და ეს არის დღეს ძირითადად ქართული პოლიტიკის და ოპოზიციური სპექტრის დიდი პრობლემა“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.“

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი პარტნიორებს საარჩევნო კამპანიაში ჩარევისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ უცხოური პროპაგანდა არ შეიძლება ჩაითვალოს თავისუფალი საარჩევნო გარემოს წინაპირობად

ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებით, ეკა გიგაურისა და ხათუნა ლაგაზიძის ორგანიზაციები „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტები“ არიან და მათზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონი გავრცელდება

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ და “აირჩიე ევროპა” გამოიჭირა “ანტიკორუფციულმა ბიურომ”, იმ ორგანიზაციამ, რომლის შექმნასაც ევროსაბჭო ითხოვდა საქართველოსგან – ითხოვდნენ და მიიღეს