არსებობს სამართლებრივი დოკუმენტი, რომელშიც პირდაპირ არის ნათქვამი, რომ 2008 წელს ქართულმა სახელმწიფომ დაიწყო ომი, თითქოს მან დაბომბა ცხინვალი გაუფრთხილებლად და რუსეთის მიერ განხორციელებული ქმედებები იყო მხოლოდ და მხოლოდ საპასუხო ნაბიჯები

არსებობს სამართლებრივი დოკუმენტი, რომელშიც პირდაპირ არის ნათქვამი, რომ 2008 წელს ქართულმა სახელმწიფომ დაიწყო ომი, თითქოს მან დაბომბა ცხინვალი გაუფრთხილებლად და ს მიერ განხორციელებული ქმედებები იყო მხოლოდ და მხოლოდ საპასუხო ნაბიჯები
„ჩვენ გვაქვს სამართლებრივი დოკუმენტი, რომელშიც პირდაპირ არის ნათქვამი, რომ ქართულმა სახელმწიფომ დაიწყო ომი, თითქოს მან დაბომბა ცხინვალი გაუფრთხილებლად და რუსეთის მიერ განხორციელებული ქმედებები იყო მხოლოდ და მხოლოდ საპასუხო ნაბიჯები,” – განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა თამთა მეგრელიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, როცა „ხალხის ძალის“ მიერ გამოქვეყნებული წერილი შეაფასა.
ს თქმით, იმის გამო, რომ „ხალხის ძალა“ მის მიერ გამოქვეყნებულ წერილებსა და განცხადებებში ყოველთვის აკეთებს აქცენტებს იმ საკითხებზე, რომლებიც აქტუალურია პოლიტიკურ დღის წესრიგში და დასტურდება დოკუმენტურად, მოძრაობამ ხალხის ნდობა მოიპოვა. მანვე იმედი გამოთქვა, რომ ს შემდეგ საზოგადოება მიიღებს სრულ ინფორმაციას ჩვენი უახლესი ისტორიიდან მოღალატეების შესახებ.
„დავიწყოთ იმით, რომ „ხალხის ძალა“ არის ძალა, რომელმაც ქართულ პოლიტიკურ რეალობაში ერთგვარი პოლიტიკურ-კულტურული გარდატეხა მოახდინა, დაიწყო რა ღიად საუბარი პარტნიორებთან, გარე აქტორებთან სახელმწიფოს ინტერესებზე, როგორც პირველადზე და ჩვენ ხალხთან ღია საუბრით მოვიპოვეთ მათი ნდობა. ამაზე მეტყველებს ჩვენ მიერ გამოქვეყნებული წერილები, რომლებიც ძალიან დიდი ინტერესით ფასდება და საზოგადოებას აქვს ძალიან დიდი ნდობა ჩვენს მიმართ, იმიტომ, რომ ის საკითხები, რომლებიც ჩვენ პოლიტიკურ დღის წესრიგში შემოვიტანეთ, საბოლოოდ, ფაქტებით დასტურდება. დღევანდელი წერილი არ არის გამონაკლისი და მის მიმართაც დიდი ინტერესია საზოგადოების, იმიტომ, რომ ჩვენ ვსაუბრობთ ს მიერ 2008 წლის ომამდე გაყიდულ ომზე და ამას შემთხვევით არ ვამბობთ.
ჩვენ ვთქვით, რომ 2008 წლის ომის შემდეგ მოპოვებული კომენტარებით, შეფასებებით, ჩვენ გვაქვს იმის თქმის საფუძველი, რომ მიხეილ სააკაშვილმა 2008 წლის ომი ომამდე გაყიდა, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს სამართლებრივი დოკუმენტი, რომელშიც პირდაპირ არის ნათქვამი, რომ ქართულმა სახელმწიფომ დაიწყო ომი, თითქოს მან დაბომბა ცხინვალი გაუფრთხილებლად და რუსეთის მიერ განხორციელებული ქმედებები იყო მხოლოდ და მხოლოდ საპასუხო ნაბიჯები. ეს არის მოღალატეობრივი განცხადება, მოღალატეობრივი დოკუმენტი რომელსაც არა მხოლოდ დაეთანხმა, არამედ ხელი მოაწერა მაშინდელმა ნაციონალურმა მოძრაობამ. გამქრალია არქივი, ძალიან ბევრი რამ გამქრალია და „ხალხის ძალა”, როგორც ეროვნული ძალა იღებს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, რომ მან ამ საკითხებზე უფრო დეტალურად ისაუბროს არჩევნების შემდეგ და მე მჯერა, რომ საზოგადოება მიიღებს სრულ ინფორმაციას ჩვენი უახლესი ისტორიიდან მოღალატეების შესახებ,” – განაცხადა თამთა მეგრელიშვილმა.
Next: “ფორმულა”-ში კვლავ დუმილია

ასევე დაგაინტერესებთ

„ქართულმა ოცნებამ“ შეუძლებელი შეძლო, მათ შორის ევროინტეგრაციის კუთხით, ოპოზიციამ კი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს გაუგზავნა დოკუმენტი, სადაც ამბობენ, რომ საქართველოსთან ყოველგვარი თანამშრომლობა უნდა შეჩერდეს

დღეს საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო თარიღია – ლიბერალური ფაშიზმის გადატრიალებიდან 21 წლისთავია. ვულოცავ სრულიად საქართველოს ნაცების საკონცენტრაციო ბანაკიდან დაღწევას