WSJ: აშშ უკვე უშვებს უკრაინისთვის ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტა ATACMS-ების გადაცემას

აშშ-მა, რომელიც ადრე უარს ამბობდა უკრაინისთვის ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტა ATACMS-ების გადაცემაზე, ახლა უშვებს ამ იარაღის მიწოდების შესაძლებლობას, წერს გაზეთი Wall Street Journal-ი წყაროებზე დაყრდნობით.
გამოცემის თანახმად, ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ პენტაგონმა წინსვლას მიაღწია ახალი თაობის რაკეტების სისტემის შეძენაში, რომელსაც Precision Strike Missile ეწოდება.
შარშან -მა კიევს დიდი რაოდენობით გაუგზავნა 160 კმ-ზე მოქმედი რაკეტები, რის შედეგადაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეძლეს დარტყმების განხორციელება ოკუპირებულ ბერდიანსკსა და ლუგანსკში მდებარე ს ჯარებსა და აეროდრომებზე.
მაშინ New York Times-ი წერდა, რომ შორი მანძილის რაკეტების (290 კმ-მდე) მიწოდების წინააღმდეგი იყო აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი. მისი თქმით, აშშ-ს ასეთი რაკეტების მხოლოდ შეზღუდული რაოდენობა აქვს და სთვის მათმა გადაცემამ შეიძლება გამოიწვიოს თავად ამერიკის ბრძოლისუნარიანობის შესუსტება.
Precision Strike Missile-ის შეძენა კი ამ პრობლემას აგვარებს და კიევისთვის რაკეტების მიწოდებას ხდის შესაძლებელს. თუმცა აშშ-ის ოფიციალურ პირებს ჯერ არ დაუდასტურებიათ, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, შენიშნავს Wall Street Journal-ი.

ასევე დაგაინტერესებთ