სალიზინგო ბაზარი ქონების გადასახადის გადახედვას ითხოვს

დღგ-თი დაბეგვრის რეჟიმის მოწესრიგების შემდეგ, საგადასახადო ხარვეზების გამოსწორებას, სალიზინგო ბაზარი ქონების გადასახადის ნაწილში ხედავს.
BB ლიზინგის და BB დაზღვევის გენერალური დირექტორის კოტე სულამანიძის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ სალიზინგო სექტორი განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკისთვის მთავარ გამწევ ძალად ფასდება და საერთაშორისო პრაქტიკით, ფუნქციურად თითქმის გათანაბრებულია საბანკოსთან, საქართველოში მისი პოტენციალი ასათვისებელია.
სულამანიძის განცხადებით, სალიზინგო კომპანიას აქტივში აღებულ ქონებაზე, გადასახადის გადახდა სრული განაკვეთით უწევს, მთელ წელზე გადათვლით, ერთი კვირაც რომ ჰქონდეს. ამასთან იბეგრება თავდაპირველი ღირებულებიდან. აღნიშნულ რეალობაში ქონების გადასახადის განაკვეთი 0.6% კომპანიას საგადასახადო ტვირთს ძალიან უმძიმებს.
მისივე განცხადებით, მას შემდეგ რაც სალიზინგო კომპანიების დაბეგვრის მოდელით საინვესტიციო საბჭო დაინტერესდა (2 წლის წინ) და შესაბამისი დასკვნა დადო. დღგ-ს ნაწილში მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. დღგ-ს დაბრუნებამ ტვირთი მნიშვნელოვნად შეამსუბუქა, თუმცა მექანიზაციის ტრანსპორტზე კვლავ მოსაგვარებელია. მაგ: ამ დროისთვის აგროტექნიკის ფაქტობრივი შეძენა დღგ-სგან თავისუფლდება. ლიზინგის შემთხვევაში კი არა და შესაბამისად მომხმარებლისთვის უფრო ძვირი გამოდის.
მაშინ როცა უფრო იაფი უნდა იყოს, რადგან სალიზინგო კომპანია საბითუმო შემსყიდველია. ტექნიკას ჰეჯირების ხარჯიც აძვირებს, რადგან კომპანია მიმზოდებელთან კომპანია უცხოურ ვალუტაშია დაკონტრაქტებული. ეს ოპერაცია კი კონსიგნაციის წესით ყოველ თვე უწევს.
ფინანსისტის შეფასებით, შეღავათი პირველ რიგში მომხმარებლისთვისაა სასარგებლო, რადგან პროდუქტს უიაფებს, ეკონომიკაში მეტის ინვესტირება კი უფრო მეტ შემოსავლის მიღებას ნიშნავს.
bp.ge