მამუკა მდინარაძე – სავიზო შეზღუდვა დაუწესეს კეზერაშვილს და სავიზო სანქცია დაუწესეს მოსამართლეებს, ეს ადამიანები ერთნაირი სანქციების ქვეშ რომ აღმოჩნდნენ, ეს ცუდია – ჩვენ გვაქვს ძლიერი ღირსება, ვბედავთ და ვეუბნებით: ეს სამართლიანია, ხოლო ეს არასამართლიანი

სავიზო შეზღუდვა დაუწესეს კეზერაშვილს და სავიზო სანქცია დაუწესეს ყოფილ მოსამართლეებს, ეს ადამიანები ერთნაირი სანქციების ქვეშ რომ აღმოჩნდნენ, ეს ცუდია – ჩვენ გვაქვს ძლიერი ღირსება, ჩვენ ვბედავთ და ვეუბნებით: ეს სამართლიანია, ხოლო ეს არასამართლიანი , – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მ განაცხადა, რითაც საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილისთვის -ში ტურისტული ვიზის არ მიცემის საკითხს გამოეხმაურა.
როგორც მდინარაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ განაცხადა, სწორედ ასეთი მიდგომა არის იმის ინდიკატორი, რომ „ქართული ოცნება“ ირჩევს მეგობრულ დამოკიდებულებას, თანასწორ პარტნიორულ ურთიერთობებს.
„მტკიცებულებების მოპოვების მაღალი სტანდარტით, ზოგ შემთხვევაში ბრალი დადასტურებული აქვს და განაჩენშია ასახული, ზოგში ბრალი აქვს წარდგენილი. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ ვხედავთ სამწუხარო რეალობას, რომ ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნები აძლევენ თავისუფლად გადაადგილების საშუალებას.
განსხვავება არის ის, რომ ჩვენ ამ შემთხვევას არ წავუყრუეთ სხვა შემთხვევასთან მიმართებით და მოდით, ვისაუბროთ პარალელებზე მოსამართლეების სავიზო შეზღუდვასთან დაკავშირებით. სავიზო შეზღუდვა დაუწესეს კეზერაშვილს და სავიზო სანქცია დაუწესეს ყოფილ მოსამართლეებს. დღევანდელ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, როდესაც ადამიანი სავიზო სანქციის ქვეშ მოაქციეს, რომელსაც ფულის გათეთრებას ედავებიან, ქოლ-ცენტრების თემას და ბევრი ა.შ. ანუ ჩვენ გვაქვს უტყუარი მტკიცებულება სისხლის სამართლებრივი დევნის რეალურობის შესახებ. აშშ-მა ამ შემთხვევაში, სამართლიანად მის მიმართ, რაღაც ღონისძიება გაატარა.
მეორე შემთხვევა, ახლო წარსულში დაასანქციერეს 4 საქართველოს მოსამართლე. მინიშნების გაკეთება მაინც შეგიძლიათ რის საფუძველზე მოხდა ეს ყველაფერი? შესაბამისად, ჩვენ გვყავს 4 მოსამართლე სავიზო სანქციების ქვეშ, რომლებზეც არ ვიცით რატომ, ზეპირი ბრალდებები იყო და გვყავს მეორე ადამიანი, ასევე ქართველი, ვისზეც სისხლის სამართლის დანაშაულები იყო, მტკიცებულები. ეს ადამიანები ერთნაირი სანქციების ქვეშ რომ აღმოჩნდნენ ეს ცუდია. ერთ შემთხვევაში სამართლიანად და რის, მეორე შემთხვევაში უსამართლოდ.
ეს არის იმის ინდიკატორი, რომ ჩვენ ვირჩევთ მეგობრულ დამოკიდებულებას, თანასწორ პარტნიორულ ურთიერთობებს. ჩვენ გვაქვს ძლიერი ღირსება და ამ ღირსების ფაქტორში ქვეყანა ძლიერდება. ამ ღირსების ფაქტორში ჩვენ ვეუბნებით, რომ ჩვენ ვართ თანასწორები და ასეთ თემებში ჩვენ ვბედავთ და ვეუბნებით, რომ ეს არასამართლიანია, ხოლო ეს სამართლიანი“, – განაცხადა მდინარაძემ.
მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე საუბრის დაწყებამდე, წამყვანმა მამუკა მდინარაძეს მიმართა, რომ მოხარულია ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მისი გადაცემაში მონაწილეობით, რადგან მმართველი პარტიის წარმომადგენლები მას შემდეგ არ ყოფილან „პალიტრანიუსის“ ეთერში, რაც მათი მხრიდან გაკეთდა განცხადებები, თითქოს ტელევიზია დავით კეზერაშვილის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა, რაზეც მდინარაძემ აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებები ეყრდნობოდა გავრცელებულ ინფორმაციას, გადამოწმების შედეგად კი დარწმუნდნენ, რომ „პალიტრანიუსს“ კეზერაშვილთან კავშირი არ აქვს.
„კი, ასეთი განცხადებები იყო, ოღონდ ეს ჩვენი განცხადებები არ იყო, არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ჩვენ ეს შეშფოთების საგნად მივიღეთ. უმჯობესი იქნება, თუ ამაზე არ ვისაუბრებთ, რადგან უხერხულ პასაჟებს შექმნის. მივესალმები თქვენს მაყურებელს, თქვენ და თქვენს მაყურებელს პატივისცემას დაგიდასტურებთ“, – განაცხადა მდინარაძემ.
წამყვანის რეპლიკაზე: „მიხარია, რომ გადაამოწმეთ ინფორმაცია და დარწმუნდით, რომ „პალიტრანიუსს“ არც არასდროს არანაირი შეხება არ ჰქონია დავით კეზერაშვილთან და არც ამის სურვილი არ აქვს“, მდინარაძემ უპასუხა:
„კი.. ეს ჩვენი გავრცელებული ინფორმაცია არ ყოფილა, თუმცა იყო იქ სხვა დამთხვევები, რის გამოც, ჩვენ ინფორმაცია სარწმუნოდ მივიჩნიეთ, თუმცა ბევრი გადამოწმების შემდეგ, მოგყვებით ლოგიკაში, რომ „პალიტრანიუსს“ კეზერაშვილთან კავშირი არ აქვს.
მივესალმები ყველა ობიექტურ მედიას. ჩვენ გვაბრალებენ, რომ ბოიკოტირებას ვუკეთებთ ტელევიზიებს. რეალურად, მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, სადაც მმართველი გუნდის ლიდერები იმდენ კითხვას სცემენ მედიასთან პასუხს, რამდენიც საქართველოში. ჩვენ პარტიულ ოფისებში არ დავდივართ, პარტიული დაფინანსების ქვეშ მყოფ ტელევიზიებში, ეს ჩვენი უფლებაა, მაგრამ პირდაპირ ეთერში ამავე მედიებს საათობით ვცემთ პასუხებს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ