ბოლო რამდენიმე დღეა, საქართველოში ჰაერის ტემპერატურა იკლებს, მაღალმთიან რეგიონებში პირველი თოვლიც მოვიდა.
როგორც „პრაიმტაიმს“ გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, ყველაზე ცივი დღეები, 20-21 ნოემბერს იქნება.
„20-21-ში ამინდი უარესდება. ღამის საათებში, დასავლეთ საქართველოს მაღალმთაში – 5 გრადუსი იქნება. თუმცა ეს დიდხანს არ გასტანს და მალევე გამოიდარებს. 22-ში გამოიდარებს, 23-24 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში იწვიმებს. 25-ში კვლავ გამოიდარებს და 27 ნოემბერს ისევ ფუჭდება. არამდგრადი ამინდია, მაგრამ ისეთი სიცივე, როგორიც დღეს და ხვალ იქნება, ასეთი სიცივე დანარჩენი დღეები აღარ ჩანს. ტემპერატურა 17 გრადუსამდე მოიმატებს“ – უთხრა „პრაიმტაიმს“ ნინო წვერავამ.
ასევე ნახეთ:
გაფრთხილება მოსალოდნელი ამინდის შესახებ – „მოსალოდნელია ქარბუქი, შტორმი და თოვლის ზვავები“
„სიურპრიზი…“ – ნახეთ, რა ფოტოს აქვეყნებს ნუცა ბუზალაძე