კუტალია ბათუმის “დინამოს” ფეხბურთელი გახდა

ბათუმის “დინამო” თავის “ფეისბუქის” გვერდით იტყობინება, რომ თავდამსხმელი ლევან კუტალია დაიმატეს:
“ჩვენი გუნდის რიგებში 34 წლის ცენტრალური თავდამსხმელი ლევან კუტალია ითამაშებს”.
კუტალიამ კარიერა ზუგდიდის “მგლებში” დაიწყო, თამაშობდა სხვადასხვა ქართულ და საზღვარგარეთულ კლუბებში, ბოლოს სომხური “ალაშკერტის” ღირსებას იცავდა, რომლის რიგებში 19 მტჩში 12 გოლი გაიტანა.
transfermarkt-ის მიხედვით მისი ღირებულება 150 თასი ევროა.