ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი საქართველოში დანიის სამეფოს ელჩს ანე ტოფტ სორენსენის შეხვდა.
მხარეებმა სამინისტროს პრიორიტეტებსა და მიმდინარე საქმიანობაზე ისაუბრეს. დანიურმა მხარემ სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმები მოიწონა და სამომავლო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.თავის მხრივ, ზურაბ აზარაშვილმა დიპლომატს მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრაზე იმყოფებოდა დანიური კომპანია “ნოვო ნორდისკსის“ გენერალური მენეჯერი რანა აზფარ ზაფარი, რომელმაც ჯანდაცვის მინისტრს კომპანიის მიზნები და სამომავლო გეგმები გააცნო. მხარეებმა “ნოვო ნორდისკსის“ მიერ წარმოებულ , ინსულინებსა და ანტიდიაბეტურ საშუალებებზეც ისაუბრეს, რომელიც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფინანსდება.
შეხვედრას კომპანია „ნოვო ნორდისკის“ ბიზნეს განყოფილების უფროსი ტურალ მამედოვი და დანიის საელჩოს ეკონომიკური მრჩეველი გიორგი ჭუმბურიძე ესწრებოდნენ.