ევროპის კავშირმა 13 მარტს საბოლოოდ დაამტკიცა ფართო მასშტაბის წესები ხელოვნური ინტელექტის მართვის სფეროში, მათ შორის ისეთი მძლავრის სისტემისა, როგორიცაა OpenAI-ის პროდუქტი ChatGPT.
ევროპის კავშირის მაღალი რანგის მოხელეების თქმით, წესები, რომლებიც პირველად 2021 წელს იქნა წარდგენილი, მოქალაქეებს დაიცავს ელვისებური სისწრაფით ცვალებადი ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიისგან მომდინარე შესაძლო საფრთხეებისგან. ამავე დროს ეს წესები საფუძველს გაამყარებს ევროკავშირში ამ სფეროს განვითარებისთვის.
ევროპის კავშირში განსაკუთრებით ჩქარობდნენ ახალი კანონის მიღებას მას შემდეგ, რაც 2022 წელს სცენაზე გამოჩნდა ხელოვნური ინტელექტის სფეროში მოღვაწე ორგანიზაცია OpenAI-ის პროგრამა ChatGPT, რომელსაც Microsoft-ი უჭერს მხარს.