ევროკავშირმა ხელოვნური ინტელექტის შესახებ კანონი მიიღო – კომპანიებს ის ზედმეტად მკაცრად მიაჩნიათ

ევროკავშირმა ხელოვნური ინტელექტის შესახებ კანონი მიიღო, რომელიც წარმოადგენს წესების ყველაზე ვრცელ ნაკრებს ამ სფეროსთვის. კომპანიებს ის ზედმეტად მკაცრად მიაჩნიათ, ციფრული რეგულატორები კი მას არასაკმარისად ეფექტიანად მიიჩნევენ – ამის შესახებ Bloomberg იუწყება.
ვინაიდან -ს ჯერ კიდევ არ აქვს AI კანონმდებლობა, ამ საეტაპო დოკუმენტმა შეიძლება განსაზღვროს, თუ როგორ იმართება ხელოვნური ინტელექტი დასავლურ სამყაროში. თუმცა, კანონი საკამათოა.
AI-ის კანონი ძალაში შევა მას შემდეგ, რაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები მოაწერენ ხელს და გამოქვეყნდება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში.
ახალი კანონი შექმნილია იმ პრობლემების გადასაჭრელად, რომელიც დაკავშირებულია ამ სფეროში მიკერძოებულობასთან, კონფიდენციალურობასთან და ამ ტექნოლოგიის სწრაფი განვითარების შედეგად წარმოქმნილ სხვა რისკებთან.
კანონმდებლობა აკრძალავს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას ემოციების ამოსაცნობად სამუშაო ადგილებსა და სკოლებში და შეზღუდავს მის გამოყენებას კრიტიკულ სიტუაციებში, როგორიცაა სამუშაო განაცხადების დახარისხება.
ეს ასევე იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც დაწესდება შეზღუდვები გენერაციული AI ინსტრუმენტების გამოყენებაზე, რომელმაც მსოფლიო ყურადღება გასულ წელს მიიპყრო ChatGPT-ის პოპულარობის წყალობით.
გასულ წელს მოლაპარაკებების დროს საფრანგეთისა და გერმანიის მთავრობები ეწინააღმდეგებოდნენ გენერაციული ხელოვნური ინტელექტის რეგულირების ზოგიერთ უმკაცრეს დებულებას, იმის შიშით, რომ წესებმა შეიძლება ზიანი მიაყენოს ევროპულ სტარტაპებს. ადვოკატირების ჯგუფებმა, როგორიცაა Corporate Europe Observatory (CEO) გამოთქვეს შეშფოთება მსხვილი ტექნიკური კომპანიების და ევროპული ფირმების გავლენის შესახებ საბოლოო ტექსტის ჩამოყალიბებაში.
„ეს ცალმხრივი გავლენა ნიშნავდა იმას, რომ „ზოგადი დანიშნულების ხელოვნური ინტელექტი“ ძირითადად გათავისუფლებული იყო რეგულაციებისგან და მხოლოდ გამჭვირვალობასთან დაკავშირებული რამდენიმე მოთხოვნის დაკმაყოფილება ევალებოდა – ნათქვამია ადვოკატირების ჯგუფების, CEO და LobbyControl-ის ერთობლივ განცხადებაში და გულისხმობდნენ ხელოვნური ინტელექტის იმ სისტემებს, რომლებსაც შეუძლიათ დავალებების ფართო სპექტრის შესრულება.
ამერიკულმა და ევროპულმა კომპანიებმა ასევე გამოხატეს შეშფოთება, რომ კანონი შეზღუდავს ევროკავშირის კონკურენტუნარიანობას.
„ევროკავშირის ამბიციები ტექნოლოგიური სუვერენიტეტისა და ხელოვნური ინტელექტის ლიდერობასთან დაკავშირებით, ციფრული ტექნოლოგიების შეზღუდული ინდუსტრიისა და შედარებით დაბალი ინვესტიციების გამო მნიშვნელოვან წინააღმდეგობებს აწყდება, ინდუსტრიის ისეთ გიგანტებთან შედარებით, როგორებიცაა აშშ და ჩინეთი, “, – წერს რალუკა ჩერნატონი, ანალიტიკური ცენტრის Carnegie Europe-ის თანამშრომელი.

ასევე დაგაინტერესებთ